in

Time Lord – ი თბილისშია!

• მეცხრე ადგილი მსოფლიოს 30 საუკეთესო ბიზნეს ლიდერს შორის ( American Management Association)

David Allen• ერთ-ერთო საუკეთესო აშშ-ს 5 ტრენერს შორის (Forbes)
• მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე (Fast Company Magazine)
• საერთაშორისო მასშტაბით გაყიდული 2 მილიონი წიგნის ავტორი – Getting Things Done
• მისი კლიენტები არიან: Harvard University, U.S Air force, The world bank, Nestle;

ეს Time Lord-ის სახელით ცნობილი – დევიდ ალენია და გუშინ ღამე ის საქართველოს პირველად ესტუმრა.

მან ყველაზე უკეთ იცის როგორ უნდა მართო შენი დრო ეფექტურად, როგორ გააკეთო საქმე სრულყოფილად მინიმალურ ვადაში და რაც მთავარია – ზედმეტი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე. დევიდ ალენის თეორიის მიხედვით შექმნილია GTD (Getting things Done) მეთოდოლოგია, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი ბიზნესორგანიზაციები ხელმძღვანელობენ, ადგენენ სამუშაო გეგმას, ასრულებენ დაკისრებულ საქმეს სრულყოფილად და შედეგად – ზრდიან თანამშრომლების პროდუქტიულობას.
დევიდ ალენს ჩატარებული აქვს ასეულობით საჯარო მასტერკლასი და მისი პირველი ქართული ღონისძიება 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

Time Lord მასტერკლასს უკვე ქართული ბიზნესის 350 წარმომადგენლისთვის სასტუმრო – Hotels & Preference Hualing Tbilisi – ში გამართავს. ბილეთის ღირებულება 315 ევროა და ამ დროისათვის ბილეთების 90 % უკვე გაყიდულია.
მასტერკლასის ორგანიზატორი – საკონსულტაციო კომპანია – „პროსპექტი“ და მისი დამფუძნებელი – გუგა კობახიძეა. „პროსპექტის“ ორგანიზებით ჩატარდა თებერვალში გაყიდვების მსოფლიო გურუ – ბრაიან თრეისის მასტერკლასი და როგორც გუგა ამბობს, თრეისის ივენთის მსგავსად Time Lord-ის მასტერკლასი წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბიზნესმოვლენად გადაიქცევა. მასტერკლასის სარეკლამო მხარდამჭერი – საკომუნიკაციო სააგენტო – „რადიკალი“ და დავით კუპატაძეა.

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: რადიოები „კომერსანტი“ „ფორტუნა“ „იმედი“ ჟურნალები – „ფორბსი“ „ფორბს ვუმენ“ „ეგო“ „ეგო მენ“. დევიდ ალენისთვის სპეციალურ საჩუქარს ამზადებს „ზარაფხანა“. მასტერკლასის სპონსორია „პაშა ბანკი“ და „საქართველოს უნივერსიტეტი“.

აწონეთ ის, რასაც ფასი აქვს და არა სხეულის კილოგრამები

შეიკარი ღვედი! ისთ ფოინთში მოგზაურობა იწყება!