ორგანიზაცია Breast Cancer Now-მ, სააგენტო Great Guns-ის დახმარებით, ძალიან ემოციური, ამასთან საოცრად შთამბეჭდავი და გულისამაჩუყებელი ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი შემოგვთავაზა. სამწუხაროდ ძუძუს კიბოს დიაგნოზით დაავადებულ ქალბატონთა რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობს. მართალია, საკმაოდ განვითარებული ტექნოლოგიური თუ მეცნიერული შესაძლებლობების თვალსაზრისით სამყარო უკვე საკმაოდ წინ არის, მაინც, ჯერ კიდევ ამ დაავადებასთან ბრძოლაში ძალიან ბევრი ქალბატონი მარცხდება. თუმცა, მიუხედავად რთული და სამწუხარო რეალობისა, მომავალი მაინც საკმაოდ დიდ იმედს იძლევა. სწორედ ამ ფიქრებით შთაგონებული პატარა გოგონა, რომელიც ორგანიზაციის ვიდეორგოლის მთავარი გმირია, ავადმყოფი დედისთვის დროის მანქანას აწყობს. დანიშნულების წერტილი 2050 წელია, სავარაუდო თარიღი, როდესაც ძუძუს კიბოსგან განკურნება სრულიად შესაძლებელი იქნება. თუმცა, 2050 წლის იმედად ყოფნას რეგულარულად ჯანმრთელობის კონტროლი და შესაძლო დაავადებასთან ადრეულ სტადიებზე ბრძოლა სჯობს.