in

„არსებობს კარგი საჩუქრები“ – და ის ნამდვილად არსებობს TIME-ის და Pandora-ს მაღაზიებში

ხშირად ამბობენ, რომ საჩუქრის მიღებაზე მეტად სხვისთვის საჩუქრის არჩევის პროცესი ახარებთ. დაგვეთანხმეთ, რომ ახალი წლის პერიოდში საჩუქრის მიღებაც და გაცემაც ერთნაირად სასიამოვნოა. მით უმეტეს, რომ ახლობლებისთვის საჩუქრის არჩევა მთელი საახალწლო სამზადისი განუყოფელი ნაწილია და თავად ჩვენ გვგვრის სიხარულს წარმოვიდგინოთ ადრესატების ბედნიერი სახეები. მაგრამ ისეც ხომ ხდება, რომ საჩუქრის არჩევის პროცესი რთულდება: ირგვლივ უამრავი საახალწლო შეთავაზებაა და შენ წარმოდგენა არ გაქვს, რა გაახარებს საყვარელ ადამიანს; ან სრულიად დარწმუნებულმა, რომ იდეალური საჩუქარი შეარჩიე ადრესატისგან, უსაზღვრო სიხარულის ნაცვლად, იმედგაცრუებული ღიმილი და თავაზიანი მადლობა დაიმსახურე. არსებობს სხვა ათასობით ალტერნატივა და „არსებობს კარგი საჩუქრები“ – ამ სახელწოდების კამპანიაზე TIME -სთვის სააგენტო REDBERRY-მ იმუშავა. კითხვებს კი, სააგენტოს კრეატიული დირექტორი რეზო შელია და საათებისა და სამკაულების მაღაზიათა ქსელის მარკეტინგის კოორდინატორი თამთა რუაძე პასუხობენ:

რეზო, ფიქრობთ, რომ ამ კამპანიით TIME კარგი საჩუქრების ასოციაციურ ნიშას დაიკავებს?

კამპანიაზე მუშაობისას ფიქრის პროცესში მივხვდით, რომ საჩუქრის არჩევისას ყველაზე ხშირად ადრესატის სახეს წარმოვიდგენთ ხოლმე და ერთხელ მაინც ნანახი (ან მიღებული) გვაქვს ყველა სანტასთვის საშინელი ღიმილი, აი – ის ღიმილი, რომლის დანახვისთანავე ხვდები, რომ საჩუქარი ამ ადამიანის გემოვნებას ვერ დაამთხვიე.

არსებობს კარგი საჩუქრები – არის ზოგადი ჭეშმარიტება, რომლის გაჟღერებაც ჩვენ გვაწყობს, ვინაიდან და რადგანაც დარწმუნებულები ვართ, რომ ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის, შევძლებთ ბევრი კარგი პოტენციური საჩუქრის შემოთავაზებას.

პროდუქტთან მუშაობისას ეშხში შევედით და გადავიღეთ „ანბოქსინგ“ ვიდეოები და პრინტები, რომლებითაც ქალაქის ბანერები და ციფრული სივრცე გავალამაზეთ.

თამთა, რას სთავაზობს საახალწლოდ TIME მომხმარებელს?

TIME და Pandora მუდმივად ცდილობს ნებისმიერ დღესასწაულზე და არამარტო დღესასწაულზე, მომხმარებლები გაანებივროს  საჩუქრებით. წელს, სარეკლამო სააგენტო „რედბერისთან“ ერთად, გადავწყვიტეთ საახალწლო კამპანია შეგვექმნა.

ასევე, ახალი წლისთვის შეიქმნა სადღესასწაულო TIMEBOX-ები, რომლებიც დაკომპლექტებულია საათებით და სამკაულებით განსაკუთრებულ შეთავაზებად. ჩვენი რამდენიმე იღბლიანი მომხმარებელი, TIMEBOX-ის შეძენისას ყუთში სიურპრიზად აღმოაჩენს APPLE SMARTWATCH-ს.

TIMEBOX-ის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ ბმულზე.

„არსებობს კარგი საჩუქრები“ – და ის ნამდვილად არსებობს „თაიმის“ და „პანდორას“ მაღაზიებში.

 

[პარტნიორის კონტენტი]

 

ტყეში დაკარგული ბავშვი დათვმა გადაარჩინა!

 ახალ წელს ყველაფერი კავშირშია!