in

600 ლარამდე თანხა, ძველი საათის სანაცვლოდ! – TI’ME-მა TRADE IN პროექტი წამოიწყო

საკუთარ აქსესუარებს შორის ხშირად, ისეთ ნივთებს აღმოვაჩენთ ხოლმე, რომელთაც დიდი ხანია აღარ ვიყენებთ იმიტომ, რომ დაზიანებულია და შეკეთებაც შეუძლებელია. მათ ზარდახშაში მხოლოდ  სამახსოვრო აქსესუარის როლი აქვთ. თუ თქვენს ასეთ ნივთებს შორის საათს აღმოაჩენთ, TIME-ში მის ნაცვლად ახალი საათის განსაკუთრებულ ფასად მიღება შეგიძლიათ

ესაა ინოვაციური პროექტი, ქართული მოდის ინდუსტრიაში, რომლის მიზანია მომხმარებლისთვის ყიდვის ახალი გამოცდილების შეთავაზება. ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ თუნდაც გაფუჭებული და დაზიანებული საათი რომელსაც დაეკარგა პირვანდელი იერსახე და აღარ მუშაობს შეცვალონ საერთაშორისო, ცნობილი ბრენდების შექმნილი უახლესი, ტრენდული საათებით.  აქამდე, საათების მიმართულებით მსგავსი აქცია საქართველოში არ ყოფილა. პროექტის ფარგლებში, ძველი საათიის სანაცვლოდ იღებთ 600 ლარამდე თანხას ფასდაკლების სახით, TIME-ში ახალი საათის შესაძენად. აქციის მექანიზმი ასეთია მოგაქვთ ძველი საათი, რომელსაც ჩვენი ექსპერტი შეაფასებს. ასევე აუცილებლად ფასდება მომხმარებლისთვის სასურველი საათი და დასკვნის საფუძველზე დგინდება კონკრეტული თანხა, რა ფასდაკლებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ახალი საათის შეძენისას. მთელი პროცედურა დაახლოებით 5-დან 10 წუთამდე გრძელდება. – გვიამბო TIME-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო გვანცელაძემ.

M: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ძველი საათი, რომლის ჩაბარებაცაა შესაძლებელი?

არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ძველ საათებზე შეიძლება იყოს ნებისმიერი ბრენდის, დაზიანებული, გაბზარული თუ ფერგადასული საათი. უბრალოდ, გვინდა მომხმარებელს მივცეთ საშუალება მიიღონ სარგებელი ძველი, უსარგებლო და დაზიანებული საათით რომელსაც აღარ გამოიყენებენ. რაც შეეხება მაქსიმალური ფასდაკლებას რომელიც ამ პროექტის ფარგლებში მომხმარებელმა შეიძლება მიიღოს არის მაქსიმუმ ახალი საათის ღირებულების 20%.

M: აქციის იდეა საიდან წამოვიდა?

ბევრ ჩვენგანს, კოლექციაში მოგვეპოვება ისეთი საათი, რომელიც არ მუშაობს, თუმცა, მაინც ვინახავთ. ერთ დღესაც, სწორედ ასეთი საათი ვიპოვე ჩემს საათების შესანახ ყუთში და დავიწყე ფიქრი, თუ რატომ ვინახავდი ამ ნივთს დღემდე. ეს იყო ჩემი პირველი საათი, რომელიც 16 წლის ასაკში მივიღე საჩუქრად. პირველი სერიოზული საჩუქარი იყო ჩემთვის, თუმცა ყუთში უფუნქციო სუვენირის სახით მქონდა შენახული. დავიწყე ფიქრი, ნამდვილად მჭირდებოდა თუ არა ასეთი ნივთის შენახვა და რომ საინტერესო იქნებოდა ახალი დანიშნულება შეეძინა ამ ნივთს. გამიჩნდა იდეა, მომხმარებლებისთვის მიგვეცა საშუალება ძველი, უფუნქციოდ დარჩენილი საათების ნაცვლად, ახალი შეეძინათ.

M: რა ბედი ელით აქციის ფარგლებში ჩაბარებულ ძველ საათებს?

აქციის ერთერთი მიზანია ძველი საათების გადამუშავება, რაც ძალიან აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვისეკოლოგიურ მიმართულებასაც შევუწყობთ ხელს დაის თანხა, რასაც ძველი საათების გაყიდვით მივიღებთ, ქველმოქმედებას მოხმარდება. ეს არ იქნება ერთჯერადი აქტივობა და იქცევა სოციალური პასუხისმგებლობის სხვა პროექტის წინაპირობად.

 

[R]

რა არჩევანი აქვთ ინვესტორებს? – აქციების ტიპები საფონდო ბირჟაზე

5 მითი მოქნილ მუშაობაზე