in

როგორ ცვლიან LinkedIn-ის მომხმარებლები წარსულ გამოცდილებას AI-ის საკვანძო სიტყვებით

Lenovo
Lenovo

ონლაინ სივრცეში ახალი ტენდენცია გამოჩნდა, რომელსაც LinkedIn-ის დროში მოგზაურობას უწოდებენ. ეს პრაქტიკა გულისხმობს მომხმარებლების მიერ წარსული სამუშაო ადგილების პოზიციებისა და აღწერილობების რეტროსპექტულ ჩასწორებას, რათა დამსაქმებლების თვალში უფრო მიმზიდველად და კვალიფიციურად გამოჩნდნენ. ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროსა და Revelio Labs-ის ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, რომელმაც ათობით მილიონი პროფილი შეისწავლა, ეს მოვლენა საკმაოდ მასშტაბურ ხასიათს ატარებს.

კვლევამ გამოავლინა, რომ მომხმარებლების თითქმის მეხუთედი, ანუ 19.7% სამსახურის დატოვებიდან დიდი ხნის შემდეგ ცვლის პოზიციის დასახელებას ან სამუშაო მოვალეობებს. საშუალოდ, ეს ცვლილება პოზიციის დატოვებიდან ოთხი წლის შემდეგ ხდება. ამასთან, პროფილებს აქტიურად ემატება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვები, რათა კანდიდატი თანამედროვე მოთხოვნებს მოერგოს, ხოლო მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის ტერმინები პირიქით – ქრება.

ვინ მიმართავს პროფილის რედაქტირებას ყველაზე ხშირად

ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოკვეთილია 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში, სადაც მაჩვენებელი 38.1%-ს აღწევს, რაც შრომის ბაზარზე არსებული მკაცრი კონკურენციითაა განპირობებული. მონაცემები პროფესიების მიხედვითაც განსხვავდება, AI ლიდერობის, დიზაინისა და თვისებრივი კვლევების მიმართულებით პროფილების 56.6%-ში ფიქსირდება ცვლილებები, ხოლო UX მკვლევრებში ეს რიცხვი 59.2%-ს აღწევს. განათლების დონის მიხედვით კი ყველაზე ხშირად MBA-ის მფლობელები აქტიურობენ, რაც 29.3%-ს შეადგენს. სამედიცინო სფეროში ეს მაჩვენებელი მინიმალურია ქიროპრაქტიკოსებში მხოლოდ 3.3%, ხოლო სტომატოლოგ-ქირურგებსა და ორთოდონტებში 2.4%-ია.

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრის, გიდეონ სლოკუმ მურის განმარტებით, ეს პროცესი სცდება რეზიუმეს სტანდარტულ განახლებას. საქმე გვაქვს ისეთი მოვალეობების დამატებასთან, რომლებიც კონკრეტულ პერიოდში კომპანიაში რეალურად არ არსებობდა. მაგალითად, როდესაც წარსულში შესრულებულ სამუშაოს, როგორიცაა სარეკომენდაციო სისტემებზე მუშაობა, ბაზარზე გაჩენილი მოთხოვნის გამო ხელოვნური ინტელექტის ინჟინრის სტატუსი ემატება. მოვალეობები წარსულში ვერ შეიცვლებოდა, იცვლება მხოლოდ ის, თუ როგორ ყიდის კანდიდატი საკუთარ თავს დღეს.

ბაზრის მოთხოვნები

პროფილების ცვლილება თანამედროვეობასაც ასახავს. მართალია, ხელოვნური ინტელექტის ტერმინები მატულობს, მაგრამ ინკლუზიურობასთან დაკავშირებული სიტყვები მკვეთრად მცირდება. ეს ტენდენცია ემთხვევა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდს და მის მიერ გამოცემულ ბრძანებებს, რომლებმაც მსგავსი პროგრამები გარკვეულწილად დისკრიმინაციულად შეაფასა და ფედერალური კონტრაქტების მიღმა დატოვა. როდესაც სამუშაოს მაძიებლები ხედავენ, რომ ამ მიმართულებაზე მოთხოვნა იკლებს, ისინი ამ ტერმინოლოგიას საკუთარი პროფილებიდან შლიან.

წყარო: Fastcompany

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეოპოდკასტის ახალი ეპიზოდში

ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის