in

რა მნიშვნელობა აქვს დროს, როცა საქმე თანამშრომლებისადმი მადლიერების გამოხატვას ეხება

დავუშვათ, ფინანსური ზეწოლის პირობებში, თქვენი კომპანია შემცირებებს იწყებს. ყოველი ეტაპის შემდეგ, თქვენი გუნდის სულ უფრო მეტი თანამშრომელი ზარალდება. გუნდის მორალური მდგომარეობა ყველა დროის მინიმუმზეა და ხედავთ, რომ ყველა დაძაბულია. ამ ეტაპზე, გუნდის ნახევრის გათავისუფლება გევალებათ. მათ შორის, ერთმა თანამშრომელმა ახლახან პირველი სახლი იყიდა და მეორე – დეკრეტულ შვებულებაშია. წინა ღამით ვერ იძინებთ და ვერ ისვენებთ იმ უარყოფითი ემოციების გამო. თქვენ იღებთ შეტყობინებას თქვენი უფროსისგან, რომელიც გეკითხებათ, მზად ხართ თუ არა ხვალინდელი საუბრებისთვის. თქვენ ეუბნებით, რომ ძალიან რთული იყო ასეთი საუბრები ყოველ რამდენიმე კვირაში და ნამდვილად არ გსურთ ამის კვლავ გაკეთება, განსაკუთრებით თქვენი გუნდის თანამშრომლების გარემოებების გათვალისწინებით. რა უნდა გიპასუხოთ თქვენმა უფროსმა ამ მომენტში?

გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ყველაზე გონივრული რამ, რაც თქვენმა უფროსმა შეიძლება გააკეთოს, არის გულწრფელი მადლიერების გამოხატვა. კვლევების სერიაში გააანალიზეს ოთხი წლის მანძილზე გაგზავნილი ელ.წერილები და ინტერვიუები ჩაატარეს აშშ-ს წამყვანი სამედიცინო ცენტრის ინტენსიური თერაპიის განყოფილების (ICU) თანამშრომლებთან. ასევე, შედგა ორი ექსპერიმენტი 600-ზე მეტ ონლაინ მუშაკთან სხვადასხვა ინდუსტრიიდან. აღმოჩნდა, რომ როდესაც სხვების მიმართ მადლიერებას გამოხატავთ სტრესული დავალების შესრულებამდე, ეს დავალებასთან დაკავშირებული ნეგატიური ემოციების შემცირებას ხელს უწყობს.

მადლიერების საჭიროება

საუკეთესო პირობებშიც კი, ადამიანებს სურთ მიიღონ მადლიერება თავიანთი ხელმძღვანელებისგან. 2,000 თანამშრომლის გამოკითხვაში, 70%-მა განაცხადა, რომ თავს უკეთ იგრძნობდნენ, თუ მათი უფროსი მადლიერი იქნებოდა, 81%-მა კი თქვა, რომ უფრო მეტს იმუშავებდნენ მადლიერების გამოხატვის შემთხვევაში.

სამუშაო ადგილზე მადლიერების გამოხატვისა და მიღების მნიშვნელობა დიდია. ზოგიერთმა კომპანიამ სცადა კიდეც მადლიერების კულტურის დამკვიდრება. ეს მოიცავდა ისეთ ძალისხმევას, როგორიცაა Slack-ის არხების შექმნა #მადლიერება ან #მადლობა და სხვა სამუშაო მექანიზმები თანამშრომლებს შორის მადლიერების წახალისებისთვის სასარგებლო ქმედებებისთვის.

კვლევის თანახმად, დავალების შესრულების შემდეგ გამოხატული მადლიერება შემდეგ არ იწვევს ისეთივე ეფექტს, როგორსაც მადლიერების დავალების დაწყებამდე გამოხატვა.

როგორ გამოვხატოთ მადლიერება

წარმოიდგინეთ კვლავ თავდაპირველი სცენარი. ყველაზე ტაქტიანი რამ, რაც თქვენმა უფროსმა შეიძლება გააკეთოს, არის გულწრფელი მადლიერების გამოხატვა საქმის დაწყებამდე. ეს შეიძლება იყოს მარტივი ჟესტი, როგორიცაა „გმადლობთ, რომ იღებთ ამ რთულ დავალებას. მესმის, რამდენად უსიამოვნოა ეს და ვაფასებ, რომ ასე სერიოზულად უდგებით ამ პასუხისმგებლობას“. მადლიერების წინასწარ გამოხატვა ეხმარება რთულ დავალებასთან დაკავშირებული ნეგატიური ემოციების შემცირებას მის რეალურად დაწყებამდე.

დისტრესი, სირთულე და უსიამოვნო ემოციები

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამშრომლის დისტრესის, სირთულის ან უსიამოვნო ემოციების (მაგ., შფოთვა, იმედგაცრუება) განცდის წინასწარ განჭვრეტა. ეს მოითხოვს არა მხოლოდ იმის გაცნობიერებას, რა ხდება ამ მომენტში, არამედ იმისაც, რა შეიძლება მოხდეს მომავალში.

გამოხატეთ გულწრფელი მადლიერება

სანამ თანამშრომელი რთულ და სტრესულ სიტუაციაში შევა, გამოხატეთ მის მიმართ გულწრფელი მადლიერება. იმისათვის, რომ მადლიერების ეს გამოხატვა ეფექტური იყოს, მას უნდა ჰქონდეს რამდენიმე მახასიათებელი, მათ შორის იყოს სპეციფიკურად მორგებული პიროვნებაზე და არა ზოგადი, შესაბამისი ინტენსივობის, და არა ზედმეტად გადაჭარბებული არსებული სიტუაციისა და ურთიერთობის ბუნების გათვალისწინებით – არაავთენტური მადლიერება სასურველ შედეგებს არ მოიტანს. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც ცხადად აღწერს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი და გავლენიანი თანამშრომლის ქცევა.

სიტუაციის შემდეგ

გაიგეთ, როგორ ჩაიარა სტრესულმა სიტუაციამ. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი მადლიერების გამოხატვა მნიშვნელოვან ემოციურ მარეგულირებელ ფუნქციას ასრულებს, რომელიც ამცირებს ნეგატიურ გამოცდილებას, ის სრულად არ აქრობს ნეგატიურ ემოციურ გამოცდილებას. გაიმეორეთ თქვენი გულწრფელი მადლიერება თანამშრომლის მიმართ მომხდარის შემდეგაც. მცირეოდენი მადლიერების გამეორება არასდროს აზიანებს, განსაკუთრებით იმ თანამშრომლებს, ვინც ამას იშვიათად ისმენს სამსახურში.

დაამკვიდრეთ მადლიერების კულტურა

ხელმძღვანელებმა ასევე უნდა წაახალისონ თავიანთი გუნდი თავისუფლად გამოხატონ მადლიერება ერთმანეთის მიმართ. ნუ დაგავიწყდებათ მადლიერების გამოხატვა ზემდგომების მიმართ. ეს, გააძლიერებს ურთიერთდამოკიდებულებას მთელ ორგანიზაციაში, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააუმჯობესოს თანამშრომლების მოტივაცია და ბრძოლისუნარიანობა.

წყარო: HBR



როგორ უმსუბუქებს Onex საზღვარგარეთიდან გამოწერის მოყვარულებს ყველაზე ხარჯიან თვეს?

რომელია 2024 წლის საუკეთესო აპლიკაცია? — Google Play-ს ამ კითხვაზე პასუხი აქვს