30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯონი დეპმა ედვარდ ხელმაკრატელა განასახიერა. 2021 წლის სუპერთასისთვის, Cadillac-მა ისტორიის გაგრძელება გადაწყვიტა. რეკლამის მთავარი გმირი ედვარდის შვილი, ედგარ ხელმაკრატელაა, რომელიც დედასთან (ვაინონა რაიდერი) ერთად ცხოვრობს და “ხელმაკრატელურ” ყოველდღიურ სირთულეებს აწყდება. ედგარის როლში მსახიობი ტიმოთი შალამე გვევლინება. კამპანიაზე სააგენტო Leo Burnett-მა იმუშავა. ვიდეორგოლმა სუპერთასზე მაყურებლების მოწონება დაიმსახურა.
სუპერთასი, წელს, 55-ედ გაიმართა. ეს არამხოლოდ წლის საფეხბურთო მოვლენაა ამერიკაში, არამედ, მნიშვნელოვანია სარეკლამო ინდუსტრიის თვალსაზრისითაც. სუპერთასზე ვიდეორგოლის განთავსება კოლოსალურ თანხებს უკავშირდება. მაგალითად, 30-წამიანი ვიდეორგოლი, წელს, $5.5 მლნ ღირდა.