in

მოქმედების ადგილი – გუდაური, როლში – თინა დალაქიშვილი – “LET IT SNOW”-ს პირველი ტრეილერი

საერთაშორისო მედია პლატფორმა Lionsgate-ს ახალი ფილმი “LET IT SNOW” 2020 წლის სექტემბერში გამოდის – ეს უცხოური ფილმის ერთი ჩვეულებრივი წარდგენა იქნებოდა, რომელიც ალბათ, მხოლოდ საშინელებათა ჟანრის მოყვარულებს დააინტერესებდათ. მაგრამ როცა სურათი, არც მეტი არც ნაკლები, გუდაურშია გადაღებული და მასში ქართველი მსახიობი თინა დალაქიშვილი თამაშობს, მოცემულობას ცვლის. ფილმის მთავარი გმირები მირა და მაქსი, დასასვენებლად, ევროპის სამთო კურორტზე, გუდაურში ჩამოდიან. ისინი გამაფრთხილებელ ნიშანს ყურადღებას არ აქცევენ და „აკრძალულ ზონაში“ ხვდებიან – აი, აქ იწყება მთავარი დრამა. ფილმის პირველი ტრეილერი უკვე გამოვიდა.

 

 

„გააკეთე ის, რაც ყველაზე ნაკლებად გძულს“ – უჩა ურუშაძე, ფილოსოფოსი, რომელიც ბრენდებს ქმნის

ისთ ფოინთი – ეკო-მეგობრული კონცეფციის მქონე გართობის, დასვენებისა და შოპინგის ქალაქი