in

“მთავარია, იცოდე რა გინდა” – თინათინ რუხაძე

თიკა რუხაძე

“იყავით შრომისმოყვარე და ნუ დაიზარებთ “შავი სამუშაოს” კეთებას – თინათინ რუხაძე 

საკონსულტაციო კომპანია  “ეი სი თი”-ს (ACT)  აღმასრულებელი დირექტორი  თინათინ რუხაძე განათლებით ფსიქოლოგია. ახლა უკვე მარკეტერმა  და მენეჯერმა მუშაობა სტუდენტობისას , მეგობრის რეკომენდაციით,   საქართველოში თურქული კვლევის ორგანიზაცია “ბილეშიმი”-ს  წარმომადგენლობაში, პროექტის მენეჯერის პოზიციაზე  დაიწყო. მისი პირველი ხელფასი 200 დოლარს შეადგენდა.

თიკა რუხაძე

თინათინ რუხაძე ახლა სამსახურში 8 საათს ატარებს. ამბობს, რომ მისი მთავარი მოვალეობაა ფიქრი და მართვა. წარმატებისთვის აუცილებელ რამდენიმე კომპონენტს გამოყოფს: “

1) წარმატების დიდი სურვილი და მასთან დაკავშირებული ცვლილებების მიმართ მზაობა.

2) გულწრფელობა საკუთარ სურვილში (ზოგჯერ ადამიანები დიდ ენერგიას არა საკუთარ, არამედ სხვისი სურვილების ახდენას ანდომებენ). 

3) თავდაჯერებულობა, რომ წარმატებას მიაღწევ (რასაც არ უნდა ფიქრობდნენ სხვები).


tiko-rukhadzeთინათინ რუხაძე თვლის, რომ საქართველოში ბევრი წარმატებული კომპანიაა. თუმცა, გამოარჩევს საქართველოს ბანკს. რადგან, მიაჩნია,  რომ ნოვატორი და თანამედროვე კომპანიაა, რომელსაც უნიკალური და ძლიერი კორპორაციული კულტურა აქვს და მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. ამიტომ, ამ ბანკის სერვისით სარგებლობს.

საქართველოში წარმოდგენილი ბრენდებიდან მოსწონს “Cartier”, პროდუქტს იძენს “გუდვილში”, რადგან თვლის, რომ მისთვის კომფორტული გარემოა და ისეთი პროდუქტები აქვთ,  რაც სხვაგან არ არის. აქვს “Iphone 5 ” და არის “მაგთიკომის” აბონენტი. მართავს Lexus RX300 მარკის ავტომობილს. ტელევიზორს, თითქმის,  არ უყურებს,  ინფორმაციას კი ინტერნეტით იღებს. ქართული რეკლამებიდან გამოარჩევს “ბილაინის” ვიდეორგოლს – ”საუბრობთ თავისუფლად”, მიაჩნია, რომ კრეატიული, საინტერესო და გამორჩეული რეკლამა იყო.  

ხშირად სტუმრობს რესტორნებსა და კაფეებს მეგობრებთან , ოჯახის წევრებთან ან საქმიანი შეხვედრების დროს. გამოყოფს კაფე “პომიდორისიმოს”, სადაც ბოლო დროს რამდენჯერმე იყო , ზედიზედ.  საყვარელი გამონათქვამია: “მთავარია, იცოდე რა გინდა  (ყველაფერი მიღწევადია)”.

თინათინ რუხაძე  საქართველოს ბიზნეს სექტორში სტაბილურ გარემოს ისურვებდა. ფიქრობს, რომ საჭიროა ინვესტროთა სიმრავლე, საშემოსავლო გადასახადის შემცირება და კონკურენციის ზრდა ყველა სფეროში.

დამწყებ კოლეგებს ურჩევს : “იყავით ღია ახალი იდეებისა და ცოდნის მისაღებად.იყავით ამბიციურები და დაისახეთ დიდი მიზნები. იყავით შრომისმოყვარე და ნუ დაიზარებთ “შავი სამუშაოს” კეთებას. იყავით თავდაჯერებულები და ნუ მოუსმენთ მათ, ვისაც თქვენში ეჭვი ეპარება”.

ედრესი

“ბევრი “ჭიდაობს” გადარჩენისთვის, ვიღაც უძელბს , ვიღაც ვერა “

Pepsi Coca-Cola-ს წელსაც დასცინის