in

Tinder-ზე „სპეციალური სასიყვარულო ოპერაციით“ რუსულ ცენზურას ებრძვიან

კრემლის მიერ ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის კონტროლის მექანიზმების გამკაცრების ფონზე, სლოვაკურმა კრეატიულმა  ჯგუფმა, რუსი ხალხის ინფორმირება გაცნობის პლატფორმა – Tinder-ის გამოყენებით გადაწყვიტა.

„სპეციალური სასიყვარულო ოპერაცია“ – ასე ეწოდება კამპანიას, რომელიც რუს ხალხს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სიმართლეს ამცნობს.

2022 წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი, ადგილობრივ უკრაინელ ქალებს, გაცნობის აპლიკაციების, Tinder-ისა და Bumble-ის  საშუალებით უკავშირდებოდა. სააგენტო Jandl-ის კრეატიული დირექტორის, ალექს სტრიმბეანუს თქმით, ეს დაუჯერებელი და აბსურდული ინფორმაციაა, რომელმაც მას და მის კოლეგებს „სპეციალური სასიყვარულო ოპერაცია“ შთააგონა. სწორედ Jandl-ის კრეატიულმა ჯგუფმა წამოიწყო Tinder-ზე ანტი-საომარი კამპანია, რომლის მთავარი სათქმელიც ასე ჟღერს:

„ძვირფასო რუსებო, დასავლეთს არ სძულხართ. ჩვენ გვძულს ომი. ჩვენ გვძულს უმიზეზო შეჭრა უკრაინაში. რუსული არმია უდანაშაულო ადამიანებს კლავს, პუტინი კი იტყუება და სიმართლეს გიმალავთ. თქვენი ძმები და დები დიქტატორის სიგიჟისა და ბოდვის გამო იღუპებიან. გაავრცელეთ სიმართლე. დაკავდით სიყვარულით და არა ომით“.

საგულისხმოა, რომ უკანასკნელი ფრაზა, 1960-იან წლებში ამერიკაში ჩამოყალიბებული ომის საწინააღმდეგო სუბ-კულტურის სლოგანია. ის ამცნობს ადამიანებს, რომ „სექსი ადამიანებს შორის, უკეთესია ბრძოლაზე ქვეყნებს შორის და მშვიდობა სჯობს ომს – ასე რომ, დაკავდით სიყვარულით და არა ომით“.

„სასიყვარულო სპეცოპერაციაში“ ჩართვა მარტივია. შეგიძლიათ Tinder-ის პროფილზე შეცვალოთ ლოკაცია, აღწერა და ვიზუალური მასალა ისე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, რუსები რეალურ ფაქტებს და ობიექტურ შეფასებებს გაეცნონ. Jandl-ის კრეატიული დირექტორის თქმით, მას არაერთხელ მოუწია ახალი პროფილის შექმნა, რადგან მომხმარებელთა ნაწილმა, პლატფორმის ადმინისტრაციასთან უჩივლა. თუმცა, მიმდინარეობს მოლაპარაკება Tinder-თან, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც, „სპეციალური სასიყვარულო ოპერაცია“ გაცნობის პლატფორმაზე „ლეგალური“ გახდება.

Boston Dynamics-ის რობოტებს ხანძართან საბრძოლველად გამოიყენებენ

ლონდონში უხილავი ფარი შექმნეს