in

Tinder-ს სურს, თქვენი ტელეფონის ფოტოალბომზე მიიღოს წვდომა, რათა AI-ით უკეთ გაგიცნოთ 

Lenovo
Lenovo

აპლიკაციის გამოსაცოცხლებლად ტინდერიც ხელოვნურ ინტელექტს მიმართავს, რადგან ბოლო დროს გამომწერების რაოდენობის კლებას უჩივიან… ამის გამოსასწორებლად Chemistry-ის ფუნქციის ტესტირებას იწყებს, რომელიც მომხმარებლებს კითხვების საშუალებით გაიცნობს და თუ ნებას დართავენ, მათ მობილურებში არსებულ სურათების ალბომსაც ესტუმრება, რათა მეტი გაიგოს მათი ინტერესებისა თუ პიროვნული მახასიათებლების შესახებ. 

კომპანია მომხმარებლებს ინტერაქტიული კითხვებით მიმართავს და AI ტექნოლოგიის წყალობით მათ შესახებ მეტსაც გაიგებს, რათა შემდგომში უკეთესი რეკომენდაციები თუ პარტნიორები შესთავაზოს მათ. სხვაგვარად რომ შევხედოთ ამ საკითხს, თუ ფოტოებში გაქვთ იმის ამსახველი კადრები, თუ როგორ დადიხართ სალაშქროდ, მეტად სავარაუდოა, რომ ტინდერი მსგავსი ჰობის მქონე ადამიანს ამოგიგდებთ.

საინტერესოა, რომ კომპანია ხელოვნურ ინტელექტს სხვა საკითხებისთვისაც მიმართავს, მათ შორის შეურაცხმყოფელი სასაუბრო ენისგან დაზღვევასაც გვთავაზობს — თუ მომხმარებელი რაღაც ცუდ კითხვას დაუსვამს პოტენციურ პარტნიორს, გაგზავნამდე ტინდერი ჰკითხავს: Are you sure? ამასთან, AI პლატფორმაზე მომხმარებლებს საუკეთესო ფოტოების შერჩევაშიც დაეხმარება. 

თუმცა მომხმარებელთა რაოდენობისა თუ ჩართულობის ზრდას ტინდერი მხოლოდ ხელოვნური ინტელექტით არ ცდილობს. აქამდე პროფილის სახეშეცვლილი ვიზუალი შემოგვთავაზა, სახის ვერიფიკაცია და Double Dates…

ამ ყველაფერს კი სტატისტიკის სასიკეთოდ შემოსაბრუნებლად აკეთებს — ტინდერის შემოსავლებმა მესამე კვარტალში 3%-ით დაიწია, ფასიანი მომხმარებლების შემთხვევაში კი 7%-იანი კლება აღინიშნება… ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, დავაკვირდეთ, რა სარგებელს მოუტანს AI ონლაინ შეხვედრების ყველაზე ცნობილ აპლიკაციას…

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

„თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა