in

Tinder-ს საზღვრები აღარ ექნება – პარტნიორის ძებნას მსოფლიოს მასშტაბით შეძლებთ

veon
veon

პანდემიის პირობებში, Tinder-ს აღარ მიაჩნია ფიზიკური/გეოგრაფიული სიახლოვე პაემნების წინაპირობად. კომპანიის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის გლობალურ რეჟიმს (Global Mode) ტესტავს. ახალი ფუნქციის დახმარებით, პლატფორმის მომხმარებლები შეძლებენ არამხოლოდ მათთან ტერიტორიულად ახლოს მყოფი პარტნიორების აღმოჩენას, არამედ მათ მოძებნას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Global Mode Tinder-ის ფასიან ფუნქციას ჰგავს, რომელსაც Passport ჰქვია. მისი გამოყენებით, მომხმარებელს კონკრეტული ლოკაციის მონიშვნა და ამ კონკრეტულ არეალში პარტნიორის ძებნა შეუძლია. ამ ფუნქციას, ძირითადად, მოგზაურობის წინ იყენებდნენ, იმისათვის, რომ კონკრეტულ ქვეყანაში/ქალაქში სექსუალური პარტნიორი დახვედროდათ. მისგან განსხვავებით, Global Mode მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შემოსულ ადამიანებზე აძლევს წვდომას და ის სრულიად უფასოა. ამ ეტაპზე, Global Mode ტესტირებას გადის და შემდეგი კვირიდან, შეზღუდული რაოდენობის მომხმარებელი შეძლებს მის გამოცდას.

პანდემიამ დააჩქარა კომპანიის გადაწყვეტილებები, რომლებიც გეოგრაფიული დაბრკოლებებისთვის გვერდის ავლას ისახავდა მიზნად. გარდა ამისა, აიძულა Tinder ფოკუსირებულიკო ვიდეოზარის ფუნქციის დამატებაზე, რომელიც Global Mode-ზე მალე იქნება ხელმისაწვდომი.

წყარო: The Verge

ფიზიკური პირებისთვის, სახლიდან სახლში, პროდუქციის გაყიდვა უკვე შესაძლებელია

კომპანია, რომლის დასაქმებულთა 86% თინეიჯერია – წარმატებული ბიზნეს მოდელი თუ ზედმეტი რისკი?