14 აპრილი ყოფილების დღე რომ იყო, იცოდით? Tinder-ს ეს ამბავი ნამდვილად არ დარჩენია ყურადღების მიღმა, ამიტომაც შემოგვთავაზა Burned Logo. კამპანიაში გაცნობის აპლიკაციის საკულტო ცეცხლის სიმბოლო მეტაფორად გვევლინება, რომელიც რაღაცის დასასრულსა და რაღაცის დასაწყისზე მიგვითითებს. პოსტერებსა და ციფრულ კონტენტში ასახული კონცეფცია კათარზისულ რიტუალს შეგვახსენებს, რომელსაც ბევრი აკეთებს დაშორების შემდეგ — ყოფილი პარტნიორების ნაჩუქარ ნივთებს რომ წვავენ და ყველაფერს, რაც მათ ახსენებთ, აქ სწორედ ეს იგულისხმება.
თუმცა, ტინდერი ამას რაღაც ახლის დასაწყისად მიიჩნევს მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაშორების შემდეგ, რომანტიკის მიღმა, საკუთარი თავის აღმოჩენის მოგზაურობას იწყებენ და ახალ კავშირებსაც ამყარებენ. ამგვარად, ცეცხლი მხოლოდ კი არ ანადგურებს, არამედ რაღაც სიახლეებისკენ გვიბიძგებს. ამ დასაწყისის ადგილი კი სწორედ ტინდერის აპლიკაციაა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, განიტვირთონ და ეძებონ სასურველი ურთიერთობები. ამიტომაც უკიდია ცეცხლი ლოგოს…
ტინდერის კამპანიაზე შემოქმედებითმა სააგენტო GUT Mexico City-მ იმუშავა.