უახლესი კამპანია იმ ემოციების ნაკადს ასახავს, რომლებიც პირველ პაემნებს ახლავს ხოლმე, ენის დაბმიდან დაწყებული რაღაც უცნაური გრძნობებით დამთავრებული. ეს ამბავი კი ტინდერის მნიშვნელოვან ეტაპს ეხმიანება — დღემდე 100 მილიარდზე მეტი წყვილი რომ დააკავშირა…
„Tinder თავის მისიას ადგას, აჩვენოს შესაძლებლობები, რომლებსაც აპლიკაცია სთავაზობს მომხმარებლებს. როცა ჩვენი კონკურენტები შედეგებზე არიან ფოკუსირებულნი, ჩვენ ვხედავთ აუდიტორიას, რომელმაც არ იცოდა, რა სურდა, მაგრამ იცოდა, რომ შეგრძნება უნდოდა…“, — ამბობენ Mischief. Ed Gunn-ის სარეკლამო სააგენტოში.
იმასაც შეგვახსენებენ, რომ თაობა ზეტის წარმომადგენლები კავშირების დამყარებისკენ ისწრაფვიან, რომ ბევრისთვის, სწორედ ტინდერი იყო პირველი სივრცე, სადაც მრავალი ემოციის, ქაოსისა თუ შესაძლებლობის დანახვა და გამოცდა შეძლეს — „Crush Feelings-ით შევახსენებთ მათ, რომ ეს ნაპერწკლები მხოლოდ რეალური კი არა, არამედ ის არის, რაც პაემნებს მეტად სახალისოს ხდის“.
აქ ნახავთ, როგორ შეიძლება დადნე ქრაშის მონაწერის გამო:
როგორ შეიძლება მოახდინოს ერთმა შეტყობინებამ:
რა შეგრძნებები მოსდევს პირველ შეხებას:
დაბოლოს, როგორ შეიძლება დაგავიწყოთ სიტყვები არაჩვეულებრივმა ემოციებმა:












