თუ მეგობრებთან ერთად პაემნებზე სიარული თქვენთვის უფრო კომფორტულია, ახლა Tinder შემოგთავაზებთ Double Date-ს —ორ მეგობარს საშუალებას აძლევს, ძალები გააერთიანონ, სხვა წყვილი მოძებნონ და მიმოწერა დაიწყონ, რითაც, ფიქრობენ, რომ მომხმარებლებს პირველი პაემნების დისკომფორტს შეუმსუბუქებენ.
უბრალოდ ერთი შეხებით მომხმარებლებს შეუძლიათ სამამდე მეგობარი მოიწვიონ ჯგუფში, შემდგომ სხვა ჯგუფს დაუკავშირდებიან და თუ ორივე ჯგუფიდან სულ მცირე ერთი ადამიანი მარჯვნივ გადასქროლავს, შეხვედრა დაიწყება. აქ უკვე დაუყოვნებლივ გაიხსნება 4-კაციანი ჩატი, რითაც ფიქრობენ, რომ კომუნიკაციის დაწყებას გაამარტივებენ და თანმდევ ნერვიულობასაც აარიდებენ მომხმარებლებს თავიდან.
ამ ფუნქციის ჩაშვება კი იმიტომ გადაწყვიტეს, რომ Tinder-ის მომხმარებელთა თითქმის ნახევარი თაობა ზეტის წარმომადგენლები არიან, რომელთაც შეხვედრების აპლიკაციებიდან ახლა იმაზე მეტი სურთ, ვიდრე უბრალოდ უცნობებთან საუბარია… მარტოობის მაჩვენებლების ზრდისა და დაბალი რისკის მქონე სოციალური ინტერაქციების მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ კი, Tinder-ის Double Date საერთო გამოცდილებას სთავაზობს მეგობრებს, რათა უფრო უსაფრთხო და კომფორტული ციფრული სივრცე შექმნას.
ამასთან, შიდა მონაცემებმა აჩვენა, რომ ქალები უფრო მეტად არიან მიდრეკილი წყვილი შეხვედრებისკენ, ამიტომაც ახალი ფუნქციით მათი ნდობის მოპოვება და ჩართულობის გაზრდაც დაისახეს მიზნად.
Double Date-თან ერთად, აპლიკაცია ID-ის ვერიფიკაციისა და Share My Date-ის ხელსაწყოებსაც ნერგავს, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, პაემნების გეგმა სანდო კონტაქტებს გაუზიარონ. ფიქრობენ, რომ ასე მომხმარებლებს თავს უფრო უსაფრთხოდ აგრძნობინებენ…
Tinder-ის ახალი ფუნქცია უკვე ჩაეშვა ამერიკაში და გლობალურად ხელმისაწვდომი ივლისში გახდება.