გაცნობის „ონლაინ“ პლატფორმამ Tinder სერიალი გადაიღო. ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს. მათი ინფორმაციით, გადაღებები მეხიკოში მიმდიანრეობდა და 2019 წლის აგვისტოში დასრულდა, შემდეგ კი პოსტ-პროდუქცია დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, სერიალს აპოკალიპტური სიუჟეტი აქვს, რომლის მთავარი ხაზიც ურთიერთობებია. თუმცა, თავად Tinder-ის ბიზნესთან საერთო არაფერი აქვს. მისი გამოსვლის თარიღი და სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
Tinder-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საკუთარი კონტეტნის შექმნა კომპანიის სტრატეგიის ნაწილია, რომელზეც დეტალურად უახლოეს მომავალში ისაუბრებენ.
სოციალური ქსელი, რომელიც მომხმარებელს ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების მარტივ და თავისუფალ საშუალებას აძლევს, 2012 წელს შეიქმნა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, 2019 წლის პირველ კვარტალში, პლატფორმას უკვე 4,7 ფასიანი გამომწერი ჰყავდა.