წარმოიდგინეთ სიტუაცია: სამანტა ბიბლიოთეკის ჩუმ და მშვიდ გარემოში წიგნებს ეძებს, კიბეზე ჩადის და ფეხი უსრიალდება, ამ დროს კი მას ჯონი სწრაფად უახლოვდება და გადაარჩენს. ეს არის კლასიკური და საყვარელი კადრი, რომელიც უთვალავ სენტიმენტალურ სცენას მოგაგონებთ რომანტიკული კომედიებიდან. თუმცა, ფილმების მსგავსად, სამანტასა და ჯონის შეხვედრა რეალურ ცხოვრებაში არ მომხდარა. მათი ურთიერთობა გაცნობის აპლიკაციაში შედგა, კონკრეტულად Tinder-ზე.
Tinder-მა წამოიწყო გლობალური კამპანია — It Starts With a Swipe. ბრენდი აგრძელებს მცდელობას, გაცნობის აპლიკაციებით იმედგაცრუებული აუდიტორია ისევ მოხიბლოს. როგორც კომპანიის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი, მელისა ჰობლი აცხადებს, ბრენდს სურს მომხმარებელს გაუქარწყლოს არაზუსტი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიწყოს რომანი. ეს მცდარი წარმოდგენები ხელს უშლის ნამდვილი სიყვარულისა და ძლიერი კავშირის დამყარებას.
კამპანიის ფარგლებში Mischief @ No Fixed Address-ის მიერ შექმნილი რეკლამები შთაგონებულია რეალური წყვილების სიყვარულის ისტორიებით, რომლებიც Tinder-ზე დაიწყო.
ზემოთ აღწერილი „გადარჩენა“, რომელიც ბიბლიოთეკაში შედგა, Tinder-ის კამპანიის ნაწილია. ბრენდი, ამ შემთხვევაში, ცნობილ ადამიანებთან მუშაობს. მასში მონაწილეობენ მსახიობები ლანა კონდორი (Netflix-ის To All the Boys ფილმების ვარსკვლავი) და ევან მოკი (HBO-ს 2021 წლის Gossip Girl-ის რიმეიქიდან) სამანტასა და ჯონის როლებში.
ფანტასტიკური სცენა წარმოადგენს იმის ილუსტრაციას, როგორი იქნებოდა სამანტასა და ჯონის ურთიერთობა, თუ ისინი პირველად რეალურ ცხოვრებაში შეხვდებოდნენ. ჟანრის ყველაზე ცნობილი კანონის პატივსაცემად, საუნდტრეკად შერჩეულია Sixpence None the Richer-ის „Kiss Me“.
მეორე ვიდეოს ჰქვია „წვიმა“. ის ასახავს ურთიერთობას ქეითსა და ლაინს შორის, რომელთა შეხვედრაც რომანტიკული კომედიის სიუჟეტის მსგავსია. ერთმანეთს ყვავილებით სავსე მინდორში, თავსხმა წვიმის ქვეშ ხვდებიან. მალე ღრუბლებში ეხვევიან, რომლებზეც მათი Tinder-ის ჩათის შეტყობინებებია გამოსახული.
Tinder-ის რეკლამები ასახავს ნოსტალგიურ კავშირს, რომელიც ახალგაზრდა თაობებს აქვთ 1990-იანი წლების კულტურის მიმართ, მათ შორისაა სიტკომები და ფილმები, რომლებიც სავსეა რომანტიკული კომედიებისთვის დამახასიათებელი ისტორიებით.