გამოსავალი: Tinder-მა გადაწყვიტა ადამიანებისთვის კომუნიკაციის ეფექტური ინსტრუმენტები შეექმნა და ამ მიზნით, წამოიწყო კამპანია Swipe Night. ესაა აპლიკაციაში ინტეგრირებული ინტერაქციული ონლაინ ღონისძიება. ყოველ შაბათს, ონლაინ სტრიმინგის საშუალებით, Tinder-მა მომხმარებელს აპოკალიპტური სცენარის მოქმედებებში უშუალო მონაწილეობის მიღების საშუალება მისცა. მომხმარებელი მოცემული სცენარის განვითარების გზას თავად ირჩევდა. პირველი სეზონი 2019 წლის ოქტომბერში გამოჩნდა მობილურ ეკრანებზე.
ფსიქოლოგიური ფაქტორი: Swipe Night მორიგი გასართობი როდია. პროექტის ავტორების თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რა არჩევანს აკეთებს მონაწილე. მომხმარებლის მიერ გაკეთებული არჩევანის მიხედვით, აპლიკაცია მას მსგავსი არჩევანის მქონე სხვა მომხმარებელთან აკავშირებდა. მეორე მხრივ, Swipe Night ამ მონაწილეებს არჩეული ნაბიჯების შესახებ საუბარშიც დაეხმარა.
შედეგი: სტრიმს პოპულარულ სატელევიზიო შოუებზე ბევრად მეტი ნახვა ჰქონდა და 3.1 მლრდ რეაქცია დააგროვა. აქტივობა Twitter-ზე 1640%-ით გაიზარდა. ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების ხარისხი 26%-ით გაუმჯობესდა.