in

Tinder 500-დოლარიანი, ყოველთვიური პაკეტის დამატებას გეგმავს

veon
veon

Tinder Vault წინ მიიწევს — შესაძლოა, მომხმარებლებმა Tinder-ზე მალე 500-დოლარიანი გამოწერის შეთავაზება იხილონ. მართალია, ჯერ ძალიან ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ პლატფორმა გეგმებზე მაინც საუბრობს.

მე ყოველთვის მომწონდა ეს იდეა და, რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე მარტივად არ მუშაობს, ჩვენ ჯერ კიდევ სწავლის რეჟიმში ვართ, – აცხადებს მარკ ვან რისვიკი, Tinder-იდან.

აქ კი ერთი მთავარი კითხვა ჩნდება — ის, რაც მომხმარებელს წელიწადში 6000 დოლარი დაუჯდება, რამდენად შემატებს ღირებულებას Tinder-ის მთლიან ეკოსისტემას? ბუნებრივია, ეს არ იმოქმედებს ტინდერის უფასო მომხმარებლებზე, რომლებიც მისი აუდიტორიის დიდ ნაწილს შეადგენს, მაგრამ ამან გარკვეული ზემოქმედება უნდა იქონიოს იმ ადამიანებზე, რომლებიც Vault-ში ფულის გადახდას ისურვებენ.

იდეა The League-ის გამოცდილებას ეფუძნება — ექსკლუზიური გაცნობის აპლიკაცია თვეში 1000 დოლარი ღირს. ტინდერმა დაინახა, რომ არსებობენ მაღალი განზრახვების მქონე წევრები, რომლებიც ეძებენ მაღალი დონის გამოცდილებას და ამისთვის გარკვეული თანხების გადახდაც უღირთ. Tinder-ს კი ნამდვილად შეუძლია, მათ მომავალი პარტნიორებისა და ურთიერთობების აღმოჩენაში დაეხმაროს. 

მეტიც, Tinder არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასაც ითვალისწინებს… იმის გააზრებით, რომ დღეს ყველა ფულის დაზოგვაზეა ორიენტირებული, მომხმარებლებს ყოველთვიურის გარდა, ყოველკვირეულ გამოწერასაც შესთავაზებენ, რასაც, ბუნებრივია, უფრო დაბალი ფასი ექნება. 

გრეის ჰოპერის ჯილდო 2023 – გახსნის ღონისძიება და ინტერვიუ ანუკი რობაქიძესთან

მამონტის ხორცის ბურთულები, როგორც ალტერნატიული საკვების ახალი ეპოქა