თუ მეორე ნახევარი ჯერ კიდევ ვერ იპოვეთ, გეტყვით, რომ Tinder-მა თქვენი დახმარება გადაწყვიტა. პლატფორმას კი არ აუმჯობესებს, არამედ e.l.f. Cosmetics-თან იწყებს პარტნიორობას, რათა პაემანზე თქვენი სახით კიდევ უფრო თამამად წარსდგეთ.
ამგვარად, Tinder X e.l.f. Cosmetics-ის თანამშრომლობა Put Your e.l.f. Out There-ის ხაზს მოიცავს, რომელზეც ამბობენ, რომ „სიყვარულისთვის მშვენიერი საფუძველი უნდა იყოს“. კოლექციაში წამყვანი სამი პროდუქტია, რომლებიც მიზნად ისახავს, პაემნისთვის სრულყოფილი მაკიაჟის გაკეთებაში დაგეხმაროთ. მაგალითისთვის All Slick No Ick Face Primer იდეალურ ბაზას შემოგთავაზებთ მაკიაჟის წასასმელად, Set-uationship Setting Mist კი მთელი საღამოს მანძილზე თქვენი მაკიაჟის შენარჩუნებაზე იზრუნებს.
თუ ფერები გიყვართ, მაშინ Tinder Box Lip Trio თქვენთვისაა — ტუჩის ორ ზეთსა და მინი ლაინერს მოიცავს, რომლებსაც მაკიაჟის წითელ ჩანთაში დაგახვედრებენ.
ხოლო, თუ თავგადასავლების მოყვარული ხართ, აქ Match Stick Lippies დაგხვდებათ. ასანთის ღერებს კი ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ერთჯერადი ტუჩსაცხია:
როგორც ჩანს, Tinder X e.l.f.-ის თანამშრომლობა უბრალო მარკეტინგულ სვლასაც ბევრად სცდება, e.l.f. Beauty-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი კორი მარჩისოტო ბრენდების საერთო ღირებულებებზე საუბრობს — „Tinder და e.l.f. მონათესავე სულები არიან, რომლებიც თვითგამოხატვისა და გაძლიერების ერთგულნი რჩებიან. ერთად ჩვენ ვქმნით თანავარსკვლავედს, რომელიც აძლიერებს ჩვენივე საზოგადოების თავდაჯერებას“.
ეს ამბავი უკომენტაროდ არც ტინდერის მარკეტინგის ხელმძღვანელს დაუტოვებია:
„აქ თავდაჯერება მთავარი გასაღებია. როცა გრძნობთ, რომ საუკეთესოდ გამოიყურებით, თქვენი მამაცი, მხიარული და ეშხიანი ვერსია ანათებს. ასე რომ, e.l.f.-თან ერთად, ჩვენ ამაყები ვართ, რომ შეგვიძლია მარტოხელა ადამიანები პაემნამდე არსებულ პეპლებთან დავამეგობროთ, ოპტიმისტურები გავხადოთ და ნერვიულობაც ჩვეულებრივ ამბად ვაქციოთ, რათა პირველ პაემანს თავდაჯერებულნი შეხვდნენ, რაც თამამი თვითგამოხატვიდან იბადება“, — აცხადებს მელისა ჰობლი.
Tinder X e.l.f.-ის პროდუქტების შეძენას e.l.f.-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ.