in

Tinder-მა მაღაზია გახსნა!

თუმცა მხოლოდ მოზარდებისთვის…

veon
veon

სიყვარულის ინტერნეტში ძიებით დაიღალეთ? Tinder თავის ბრენდს რეალური სამყაროსთვის უფრო კომფორტულად აქცევს და მაღაზიასაც კი სთავაზობს ხალხს… დიახ, იაპონიის საყოველთაო მინიმარტების ე. წ. კომბინის მიბაძვით, გაცნობის საიტის უახლესი მარკეტინგული პროექტი კუთხის მაღაზიით შთაგონებულ სიკეთეებს მომხმარებლებზე ყიდის. 

შესაფერისი სახელით, SwipeMart შიბუიას ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს. აქ მომხმარებლებს შეუძლიათ აიღონ ისეთი წასახემსებლები, როგორებიცაა, Super Like-ის ჩიფსები და Tinder Chiki-ც კი, FamiChiki-ს Tinder-ის ვერსია. მეტიც, მათთვის შესაფერისი საცვლებიც ხელმისაწვდომია. ამასთან, ფოტო ჯიხური შეიქმნა, სადაც მომხმარებლებს პროფილის სურათების გადაღება შეუძლიათ. ხოლო თუ არ მოეწონებათ, ხელახლა გადაღების შანსიც აქვთ. 

თუმცა სიყვარული და შემწვარი ქათამი არ არის ერთადერთი რამ, რასაც Tinder თავის გულშემატკივრებს სთავაზობს. მან იაპონური სპექტაკლების უფასო წარმოდგენები გამართა, მათ შორის Elle Terese, CYK, Vick და Shimamo. 

რატომ ვიცინით? — ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, ეს გადარჩენის სტრატეგია იყოს

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო