ტყუილების საერთაშორისო დღე კომპანიებს სულაც არ დაუტოვებიათ უყურადღებოდ, თუმცა მომხმარებლების გაღიმების გარდა, სხვა მიზნებიც დაისახეს… იკეამ თუ უხილავი კოლექცია გამოუშვა და შეგვახსენა, რა არეულობას გვაშორებს თავიდან თავისივე ავეჯით, Tinder-ში გადაწყვიტეს, ვაკანსია გამოეცხადებინათ Ghost Hunting-ის VP-ის პოზიციაზე და ასე შეხვედრების ეტიკეტისთვისაც ხელახლა გადაეხედათ. რას ნიშნავს ეს? კამპანიაში Ghosting-თან, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დილემასთან გამკლავება გადაწყვიტეს — როცა ვიღაც გწერთ და მოულოდნელად უჩინარი ხდება…
ამიტომ, ტინდერის ვიდეოში კომპანიის „ვითომ“ ხელმძღვანელი აპლიკანტებს იხმობს, რომლებიც მზად არიან, ეს საკითხი შეისწავლონ და გაიგონ, რატომ ხდება ასე:
ყველაფერი კი ხუმრობაა, მაგრამ ასე Tinder შეგვახსენებს, რომ შეხვედრებისა და ადამიანების გაცნობის სამყაროში მთავარი კომუნიკაცია და სიახლოვეა.

კამპანიაზე Movers+Shakers-ის შემოქმედებითმა სააგენტომ იმუშავა.












