in

Apple Face ID-ის ავტორების პატარა რობოტი ჩვენს ტვინს წამლებს მიაწვდის

სამედიცინო სექტორი უკვე ღიაა მათთვის, ვისი დანახვაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია… დიახ, ჩვენ მიკრორობოტებზე ვსაუბრობთ, რომლებიც შეგვიძლია მოვათავსოთ სხეულში, რათა ის სიმპტომები აღმოაჩინოს, რომლებსაც გარე მოწყობილობები ვერ ადგენს. მეტიც, მას დაზიანებული რეგიონების აღდგენა და მკურნალობაც კი შეუძლია. 

ბიოტექნოლოგიური მეწარმეებს, მაიკლ შპიგელმახერსა და ავიად მეიზელს, რომლებმაც 3D სენსორების ტექნოლოგიური კომპანია PrimeSense დააარსეს და 2013 წელს Apple-ს 400 მილიონად მიჰყიდეს, ახლა ჩვენ შიგნით პატარა რობოტებით ჩახედვა სურთ. ამჯერად, როგორც ახალი კომპანიის Bionaut Labs-ის დამფუძნებლები, მიკრორობოტებს გვთავაზობენ, რომლებიც მაგნიტებით მოძრაობენ, რათა წამლები დანიშნულების ადგილამდე მიიტანონ ან სამედიცინო პროცედურები ჩაატარონ. 

მიკრორობოტებში კი დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ზომის ტექნოლოგიას ვგულისხმობთ, რომლებიც ჩვენ სხეულში თავის უკანა ნაწილიდან შეჰყავთ. ხოლო, როცა ისინი თავიანთ მისიას შეასრულებენ, მათ გამოტანას კვლავ ნემსის დახმარებით შევძლებთ. 

თუ Bionaut-ის დამფუძნებლებს შპიგელმახერსა და მეიზელს დავეყრდნობით, რობოტებს საბოლოოდ შეუძლია შექმნან პლატფორმა, რათა უმკურნალონ დაავადებებს. ამასთან, იმყოფებოდნენ მთელ ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და სხეულის სხვა ნაწილებში, როცა დაავადებების დიაგნოსტიკა ან ბიოფსიის ჩატარება იქნება საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არასასურველ გვერდით მოვლენებსაც აგვარიდებს თავიდან.

მეორე მხრივ კი, რობოტები თავიანთი ამოცანის შესრულებისას ლაზერზე ორიენტირებულები არიან. პატარა დამხმარეებს კი შეუძლიათ მიაღწიონ იმ ადგილებს, რომლებიც მეცნიერებისთვის ძალიან რთულია. როგორც ამბობენ, მას შეუძლია ალცჰაიმერის, პარკინსონის, ჰანტინგტონის დაავადებებისა და ინსულტის მკურნალობა.

მართალია, ამ ეტაპისთვის ტექნოლოგიას ცხოველებზე ცდიან, მაგრამ მალე იგი ადამიანებისკენ გადაინაცვლებს. თანაც, მათ უკვე მიიღეს აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის ნებართვა ჰუმანიტარული გამოყენებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გამოყენება მაშინ შეუძლიათ, როცა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის სხვა საშუალება არ იარსებებს.

Pyme — სტარტაპი, რომელიც კომპანიებს web3 მომხმარებლების მოზიდვაში ეხმარება

გლობალური ფინტექ კომპანია “Devexperts” საქართველოში შემოდის!