in

Tipalti-ს ფილიალი თბილისში: ახალი გაფართოება SD Solutions-თან ერთად

2023 წელი სიახლეებით იწყება — გადახდების ავტომატიზაციის მრავალმილიარდიანმა კომპანიამ გაფართოებისთვის არჩევანი თბილისზე შეაჩერა. თბილისში არსებული ფინანსური ტექნოლოგიების და საბანკო სისტემების მყარი პროფესიული გამოცდილება დიდ საერთაშორისო კომპანიას სწრაფი ზრდის მოლოდინს უქმნის.

გადახდების ავტომატიზაციის პლატფორმა თბილისში 150 სპეციალისტს დაასაქმებს

Tipalti, რომელიც ფინანსური გადახდების/საკრედიტო ვალდებულებების ავტომატიზაციის პროგრამული გადაწყვეტილებების მიმწოდებელი გლობალური კომპანიაა, თბილისის ოფისს ხსნის. საქართველო ცნობილია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების სწრაფად მზარდი ფინტექ (ფინანსური ტექნოლოგიები) სექტორით. ფინტექ სტარტაპისთვის, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს, საქართველოს დედაქალაქი განიხილება, როგორც ევროპის ბაზრის კიდევ ერთი კარიბჭე და წვდომის საფეხური ტალანტების ტრანსკონტინენტურ ბაზართან. ამსტერდამის ოფისის გახსნის შემდგომ, ეს კომპანიის საერთაშორისო ექსპანსიის მორიგი ეტაპია.

პლატფორმა, რომელიც ბიზნესს ზრდაში ეხმარება

2010 წელს ისრაელში დაარსებულმა კომპანია Tipalti-მ, ბოლო სამი წლის მანძილზე მარტორქის (unicorn — ტექნოლოგიური მიმართულებით მომუშავე სტარტაპ კომპანია, რომლის ღირებულება 1 მილიარდ დოლარს ან მეტ შეადგენს და მსოფლიოში ტექნოლოგიურ ცენტრებში ფუნქციონირებს) სტატუსს მიაღწია. კომპანიის კალიფორნიის სათავო ოფისმა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან ზრდას: 500-ზე მეტი თანამშრომლით და ჯამში 540 მილიონი ევროს დაფინანსებით.

Tipalti-ს მომხმარებელთა სიაში ისეთი სახელებია როგორიცაა: Amazon, Twich, Uber, Vimeo და Twitter. კომპანიის პროდუქტი ამარტივებს და ახდენს რთული საგადასახადო პროცესების ავტომატიზაციას. უკანასკნელი ორი წლის ეკონომიკურმა არასტაბილურობამ კომპანიების უმრავლესობას უბიძგა, გაზარდონ ოპერაციების ეფექტურობა და შეამცირონ დანახარჯები, შესაბამისად, მნიშვნელოვანი გახდა ფინანსურ საკითხებში ინოვაციური გადაწყვეტების მიღება, რომელსაც Tipalti მომხმარებელს სთავაზობს.

ახალ ბაზარზე შესვლა დასაქმების პარტნიორთან ერთად, ეფექტური ზრდის უზრუნველსაყოფად

Tipalti უკვე იქცა უახლეს „ფინტექ“ შეთავაზებად ქალაქ თბილისისთვის. ახლად დაწყებული თანამშრომლობა დასაქმების პარტნიორთან — SD Solutions-თან, რომელიც საქართველოში 2022 წლის დასაწყისიდან მუშაობს, მიზნად ისახავს კომპანიის გაფართოების გამარტივებას, როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე დაქირავებული პროფესიონალებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხელს უწყობს IT ქომუნითისთვის საქართველოს, როგორც კომფორტულ ზონად გარდაქმნას, მრავალმა განსხვავებამ საკანონმდებლო ბაზასა თუ დასაქმების სისტემაში, შესაძლოა, გარკვეულწილად შეანელოს აღნიშნული გარღვევა.

სწორედ ამიტომ, ეს თანამშრომლობა მიმართულია პროცესის გამარტივებისა და მოქნილობისაკენ. პარტნიორობის ფარგლებში, 2023 წლის ბოლომდე, Tipalti გეგმავს 150-მდე პროფესიონალის დაქირავებას განვითარების, გაყიდვების, იურიდიული, მარკეტინგისა და მხარდამჭერი გუნდების მიმართულებით.

[R]

პირველი ინდუსტრიული რობოტი ისტორიაში, რომელსაც ლუდის ქილის გახსნა და ორკესტრის ხელმძღვანელობა შეეძლო

„მაკდონალდს საქართველოს“ ინოვაციური სერვისი და კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება