in

როგორ გავხდე CEO? – HBR-ის ექსპერტები გვირჩევენ

თუ ხელმძღვანელობა გსურს, პირველ რიგში, საკუთარ თავს ორი მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დაუსვა!

ახალგაზრდა პროფესიონალებისა თუ MBA-ს სტუდენტებისგან ხშირად მოისმენთ: „მე მინდა CEO გავხდე“ და თუ მათ მიერ გაჟღერებულ სურვილს უფრო ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ამ ასპირანტთა უმეტესობას გავლენის ქონა სურს. უფრო ზუსტად, მათ ისეთი საქმის შესრულება სწყურიათ, რომელიც მსოფლიოში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუ შენც მათ შორის ხარ, ვისაც ხელმძღვანელობა სურს, პირველ რიგში, საკუთარ თავს ორი მნიშვნელოვანი კითხვა სჯობს, დაუსვა:

  • გაქვს მზაობა იმისთვის, რომ ამ პოზიციაზე კომპეტენტურ სუბიექტად შედგომას, სავარაუდოდ, ათწლეულები დასჭირდება?

2020 წელს, აშშ-ის გიგანტ კომპანიებში აღმასრულებელი დირექტორებისა და ფინანსური მენეჯერების საშუალო ასაკი 48-54 წელი იყო. The Wall Street Journal- ის თანახმად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს რიცხვები კიდევ ხუთი წლით გაიზარდა, ვინაიდან გლობალური ბიზნეს გარემოს გართულებასთან ერთად, კორპორაციებში ეძებენ გამოცდილ ლიდერებს, რომლებმაც ისიც იციან, რომ რაღაც შემთხვევებში, მიუხედავად მათი კომპეტენციისა, გარკვეულ ფაქტორებს ვერ გააკონტროლებენ, თუმცა კი ასეთ მოცემულობაშიც შეძლებენ ადაპტური გადაწყვეტილებების მიღებას.

  • გაქვს დიდი გავლენის მქონე ლიდერად გახდომის პოტენციალი? გაქვს ცოდნა, რომელიც თანატოლებისგან გამოგარჩევს და მასშტაბური კომპანიის ლიდერობის შესაძლებლობას მოგცემს?

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ყველაზე წარმატებულ CEO-ებში 3 ყველაზე თვალსაჩინო უნარი განაპირობებს მათ ამ პოზიციაზე ყოფნას:

1) ორგანიზაციული არქიტექტორი
ამ ლიდერებმა იციან გუნდების შექმნა და ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურების, სისტემებისა და პროცესების ჩამოყალიბება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შესანიშნავ შედეგებს იძლევა. ეს ლიდერები ფუნდამენტურ რეალობას აცნობიერებენ, რომ კონკურენტულ ბაზარზე რეალური უპირატესობის მოპოვება გულისხმობს არა დღევანდელ მოგებას, არამედ მუდმივი განვითარების ძრავის შექმნას.

ამ ადამიანებმა იციან, როგორ მოიზიდონ თავიანთი კომპანიისთვის შესაფერისი ადამიანური კაპიტალი. როგორ შეკრიბონ ძლიერი მოთამაშეები და მათ მისცენ იმდენი თავისუფლება, რამდენიც დასახული მიზნების მიღწევისთვის საჭირო აღმოჩნდება.

ადრეული ასაკიდანვე, ამ ტიპის შესაძლებლობების მქონე ადამიანები ბუნებრივად ხედავენ, თუ როგორ შეიძლება ორგანიზაციაში უკეთესი სამუშაო კულტურის შექმნა. როგორც წესი, საწყის ეტაპზე ისინი საკუთარ ინსტინქტებს მიჰყვებიან და როცა კი რაიმე პრობლემას წააწყდებიან, უკან იხევენ და გარეექსპერტების ჩართულობით, მათ აღმოფხვრის გზებზე მუშაობას იწყებენ.

შენი მიზანია, ისწავლო, თუ როგორ უნდა ასტიმულირო განსხვავებული უნარების მქონე ადამიანების ჯგუფი, გააკეთონ არა მხოლოდ ის, რაც მათ პასუხისმგებლობაშია, არამედ იგრძნონ, რომ სასარგებლო საქმეს ემსახურებიან და რაღაც მნიშვნელოვანის შექმნის პროცესში, თავიანთი სურვილითვე, საქმეში უფრო დიდი წვლილი შეიტანონ.

შენი იდეების მკაფიოდ ახსნა, პრობლემების გადაჭრის ახალი მეთოდების ძიება და გაზიარება, შენი გუნდის წევრების წახალისება – ეს არის ლიდერობა.

სხვების დარწმუნება და მოტივირება, მოლოდინს გადააჭარბონ, ამ ტიპის ლიდერების კრიტიკული უნარია.

2) ხელოვანი ურთიერთობებში
ამ ლიდერებს ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ადამიანებთან სასიამოვნო ურთიერთობები დაამყარონ. გარშემომყოფებს ასეთი ადამიანები ბუნებრივად მოსწონთ და არა იმიტომ, რომ საყვარლები არიან. მათ აქვთ ინფექციური სერიოზულობა, რაც მათ მიმართ ნდობას იწვევს მომხმარებლების, პარტნიორების, მომწოდებლებისა თუ კარგი მეგობრების მხრიდან.

ამ უნარის მქონე ლიდერებს, სხვა ადამიანების მიმართ, ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა ამოძრავებთ, რაც კარიერის დასაწყისშივე შესამჩნევია. ისინი ადამიანებს საინტერესო შეკითხვებს უსვამენ და რაც მთავარია, პასუხებს ყურადღებით უსმენენ. ზრუნავენ საინტერესო კონტაქტების შენარჩუნებაზე.

მნიშვნელოვანია იმის თქმაც, რომ ლიდერის ტიპს, რომელსაც აქ გამოვყოფთ, არამხოლოდ ბევრი კონტაქტი აქვს, მას ჰყავს მოკავშირეები, მხარდამჭერები და სწორედ ამიტომ, კონტაქტების დამყარებაში მუდმივი ინვესტიცია წარმოუდგენლად მდიდარი სანაცნობო ქსელის შექმნას გამოიწვევს. და რაც უფრო მეტი ჭკვიანი და სანდო ადამიანი გყავს გვერდით, მით უფრო მეტი მასშტაბური პროექტის განხორციელება ხდება რეალური.

3) ვნებით მოთამაშე
ამ ლიდერებს მიზანი აქვთ და ურთიერთობას იწყებენ ასე: „რის გაკეთებას ვაპირებთ და რატომ?“ ეს შეიძლება, ნიშნავდეს გლობალური პრობლემების მოგვარებას, ვთქვათ, სოციალურის, ან ტექნოლოგიების ჩართულობით, გადაჭრის ახალი გზების მოფიქრებას… ამ ლიდერებს, საუბრის დამაჯერებელი ტონის გამო, გადამდები ენერგია აქვთ, სხვებსაც გააცნობიერებინონ, თუ რატომ ვართ ამ სამყაროში მოვლენილები.

ვნებით მოთამაშეები ხშირად რისკზეც მიდიან, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ მთავარი ცხოვრებაში გლობალური მნიშვნელობის საქმის შესრულებაა და რაც შესანიშნავია, ამაში სხვებსაც არწმუნებენ. ასეთი ლიდერები ხშირად რომელიმე კონკრეტულ დარგში ექსპერტების სტატუსსაც ატარებენ.

რას ნიშნავს ეს შენთვის, მომავალო აღმასრულებელო დირექტორო?
ამ სამი ტიპის CEO-ს პოტენციური გზის გათვალისწინებით, რომელი შეიძლება, შენთვის შესაფერისი იყოს? რა მიმართულებით გსურს, განვითარდეს შენი ბუნებრივი შესაძლებლობები ხელმძღვანელობის გზაზე?

ჩვენთვის ცნობილი საუკეთესო ლიდერები არიან ადამიანები, რომლებმაც გავლენა მოიპოვეს ყველგან, სადაც კი ყოფნა მოუწიათ. ხშირ შემთხვევაში, გავლენის მოპოვება პატარა საქმეებით იწყება, რომელიც ნელ-ნელა შესამჩნევი ხდება და საქმისადმი, ადამიანებისადმი, სიახლეებისადმი… შენი დამოკიდებულებით, ამის შედეგად კი, სხვების ნდობით, ხელმძღვანელობის გზას ადგები. ანუ, CEO ხდები არა ამბიციის, არამედ მიდგომებისა და შესრულებული საქმეების ხარჯზე.

ამიტომ, დაიწყე ზემოთქმულ 2 კითხვაზე პასუხის გაცემით და შემდეგ განსაზღვრე, როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი ხელმძღვანელის როლში?

წყარო: HBR



ანტარქტიდას მანჰეტენზე 20-ჯერ დიდი ზომის აისბერგი გამოეყო

Netflix ფილმზე “ტერმინატორი” ანიმე სერიალს გადაიღებს