in

რჩევები მათთვის, ვისაც დროის მენეჯმენტის პრობლემა აქვთ

დროის მენეჯმენტის პრობლემა საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს, თუმცა, რაც დისტანციური მუშაობა ჩვეულებრივობად იქცა, ეს პრობლემა ბევრისთვის კიდევ უფრო გამწვავდა. დღის განმავლობაში სახლში ძალიან ბევრი ფაქტორი გვიშლის ხელს, ვაკეთოთ საქმე ისე, როგორც ამას ოფისში ვაკეთებდით ხოლმე. მეზობლის რემონტის, ოჯახის წევრების საუბრის ან მათ მიერ ჩართული ტელევიზორის ხმაურის გამო გონება გვეფანტება. ამას თან ერთვის ჩვენი მიდრეკილებებიც – ვამოწმოთ სოციალური მედია მუდმივად, ვუპასუხოთ შეტყობინებებს და ა.შ

pasha-statiebi
pasha-statiebi

რეალურად კი, როდესაც დრო ზუსტად გვაქვს გაწერილი და მის მიხედვით ვმოქმედებთ, მაქსიმალურ პროდუქტიულობას ვაღწევთ საქმიანობაში. გთავაზობთ 3 რჩევას, თუ როგორ მოაგვაროთ ეს პრობლემა უმტკივნეულოდ:

დააკვირდით, რა იწვევს თქვენი ყურადღების გადატანას

იმისთვის, რომ გონებაგაფანტულობა აღმოფხვრათ, საჭიროა, დააკვირდეთ, რა ფანტავს ამ გონებას და სად მიგდით ყურადღება. როგორც მაღლა აღვნიშნეთ, ყველაზე ხშირად საქმეს სოციალური მედია გვაშორებს ხოლმე. შეტყობინებაზე პასუხი ბოლოს დიალოგებითა და საათების გაყვანით სრულდება. ეს კი მნიშვნელოვნად უშლის ხელს, ვიყოთ პროდუქტიულები და დედლაინებში ჩავეტიოთ ხოლმე.

საჭიროა, ჩვენი გონებისთვის “მიმზიდველ” საგნებს ყურადღება მოვაკლოთ. საამისოდ კი, გამოყავით კონკრეტული დრო, რომელსაც მსგავს საკითხებს დაუთმობთ ხოლმე. ასევე, დაუსვით საკუთარ თავს კითხვები, ყველაზე მეტად რა გიშლით ხელს საქმის დროულად შესრულებაში და ეცადეთ ეს პრობლემები გადაჭრათ.

გამოიყენეთ მოწყობილობები დროის შესახსენებლად

კარგი იქნება, თუ კონკრეტულმ საკითხზე მუშაობის დროს გაზომავთ ხოლმე. დაუნიშნეთ თავს კონკრეტული დრო, რომლის განმავლობაშიც საქმე უნდა შეასრულოთ. ეს მიდგომა დაგეხმარებათ, ერთგვარ დროით ჩარჩოში ჩაჯდეთ და ზედმეტი დრო არ დაკარგოთ. დროის დანიშვნა გარდა მისი დაზოგვისა, პროდუქტიულობაშიც შეგიწყობთ ხელს.

ასევე, იმ პერიოდში, როცა გართულები ვართ მიმოწერით, სქროლვით თუ უბრალოდ სხვა, არასაჭირო საქმიანობით, გვჭირდება, ვიღაცამ ან რაღაცამ შეგახსენოთ თქვენი ვალდებულებები. საამისოდ შეგიძლიათ, თქვენს სამუშაო მაგიდაზე დიდი ასოებით გააკრათ საქმე, რომელიც გასაკეთებელი გაქვთ.

იყავით ჰუმანური საკუთარი თავის მიმართ

მიუხედავად ამ სტრატეგიებისა, ნუ იმუშავებთ რობოტივით. ყურადღება უამრავ რამეზე გადაგვაქვს მუშაობისას და ეს ნორმალურია. საყვარელი საქმე იქნება თუ უბრალოდ საქმე, რომელიც უნდა შევასრულოთ, საბოლოო ჯამში, ჩვენი გონება ამ ყველაფერს მაინც რუტინად აღიქვამს. შესაბამისად, ნორმალურია, თუკი ამ პერიოდის განმავლობაში მეგობართან მიწერა და საუბარი მოგინდებათ. თუმცა, ამ ყველაფერში დროის დიდი ნაწილი არ უნდა დაკარგოთ იმიტომ, რომ დაგროვებული სამუშაოს შესრულება უფრო სტრესული იქნება თქვენთვის.

წყარო: Fast Company



moitane-ზე პროდუქტების მიტანის საფასურის გადახდა ნებაყოფლობითი ხდება!

როგორ გადავარჩინოთ რესტორნები შეზღუდვების პირობებში