in

სატურნის მთვარე დედამიწას კიდევ ერთი მახასიათებლით ჰგავს

მეცნიერები ქვიშის დიუნებზე საუბრობენ

ტიტანს, სატურნის გიგანტურ მთვარეს, დედამიწის გიჟურ ვერსიად” აღწერენ, რადგან იგი ჩვენს პლანეტას ძალიან ჰგავს, მაგრამ ამავდროულად მისგან განსხვავებულია. სინამდვილეში, სატურნის თანამგზავრი მზის სისტემაში მკვრივი ატმოსფეროს მქონე ერთადერთი მთვარეა. ამასთან ერთად, ტიტანის ლანდშაფტის დიდი ნაწილი ძალიან განსხვავდება დედამიწისგან, თუმცა ქვიშის დიუნები ამის თქმის საშუალებას არ გვაძლევს… 

M2
M2

სატურნის მთვარეზე ნალექები მექანიკურად სუსტი ორგანული მარცვლებისგან შედგება, რომელსაც სწრაფი აბრაზია ახასიათებს, — განმარტავს მკვლევართა ჯგუფი.

სწრაფი აბრაზია კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ტიტანის დიუნებში ქვიშის ნაწილაკები იქამდე წვრილდება, სანამ მტვრად არ გადაიქცევა. ამასთან მტვერი, შესაძლოა, იმდენად მსუბუქი გახდეს, რომ ატმოსფეროში გაიფანტოს… იგი ვერც დიუნებს შექმნის, რომლებიც უფრო დიდი ნაწილაკების შეერთებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა ზრდის უცნაურ მექანიზმზე დაიწყეს საუბარი, რომელსაც მარცვლების გაძლიერება და აბრაზიული ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.

ტიტანის დიუნების გეოლოგიური დროის მანძილზე შენარჩუნებისთვის საჭიროა მექანიზმი, რომელიც ქვიშის ზომის ნაწილაკებს ეკვატორულ განედებზე წარმოქმნის, ტიტანის ეკვატორული დიუნები კი, სავარაუდოდ, ათიდან ასობით ათასი წლის განმავლობაში არის აქტიური“, — აცხადებს მკვლევართა ჯგუფი

ახალ კვლევაში მეცნიერები ამ იდუმალი მექანიზმის ამოხსნას ცდილობენ, რომელსაც უკავშირებენ ოიდებს — აკრეციულ წარმონაქმნებს, რომლებიც ზღვაში ქიმიური ნალექების მეშვეობით მცირე ნაწილაკებისგან იქმნება. ამ ფენომენით კი ტიტანის ქვიშის დიუნების არსებობასაც ხსნიან — ნაწილაკები ერთიანდება, ებრძვის აბრაზიას და ინარჩუნებს მიღებულ ფორმას.

მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ მათი გამოთვლები მთვარეზე გამორჩეული ქვიშაქვების არსებობასაც ითვალისწინებს. ქვიშის დიუნები კი ის არის, რაც დედამიწისა და ტიტანის საერთო მახასიათებლად შეგვიძლია ჩავთვალოთ, თუმცა მეცნიერებს ჯერ მაინც მხოლოდ ჰიპოთეზები აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ მასალები ძალიან სუსტია, ჩვენ შევძელით პარადოქსის ამოხსნა, თუ როგორ შეიძლება წარმოიქმნას ქვიშის დიუნები ტიტანზე. საკმაოდ მომხიბვლელია იმაზე ფიქრი, რომ აქ ყველაფერი ერთდროულად ნაცნობი და უცნობია, — ამბობს მატიე ლაპოტრი, გეოლოგი. 

„საბაუნის“ ინიციატივით რუსეთის უნივერსიტეტებს ELFA-ს წევრობა შეუჩერდათ

ქართული ჩაის ისტორია და კულტურა