არავის სურს, ტიტანიკის ჩაძირვის შედეგად გარდაცვლილი ადამიანები მხოლოდ სტატისტიკას შეადგენდნენ, მათი სახელებიც უნდა გავიგოთ და ისტორიებიც მოვისმინოთ. ალბათ, სწორედ ამიტომ მისცეს RMS Titanic Inc-ს 1994 წელს ლიცენზია, რომელიც მას გემიდან ძვირფასი ნივთების ამოღების საშუალებას მისცემდა… საინტერესოა, რომ მათ დღემდე 5 500-ზე მეტი ნივთი ამოიღეს ოკეანის ფსკერიდან.
რაღა თქმა უნდა, საწყობი, რომელშიც ტიტანიკიდან ამოღებული ნივთები ინახება, დიდ საიდუმლოებას წარმოადგენს, მასში არსებული ძვირფასი ნივთების გამო. თუმცა ახლა გვაქვს შანსი, მათგან ზოგიერთს გავეცნოთ, თავისივე ტრაგიკული და საინტერესო ამბებით:
ნიანგის ტყავისგან შექმნილი ჩანთა
ლამაზ პატარა ჩანთაზე მოგიყვებით, რომელსაც RMS Titanic Inc-ის ხელმძღვანელი ტომასინა რეი გვაცნობს. ნიანგის ტყავისგანაა დამზადებული და ბევრს გვეუბნება მისი მფლობელის შესახებ — მესამე კლასის მგზავრი მარიან მინველი იყო, 63 წლის ქალი, რომელიც ქუდებს ამზადებდა და იმ დროისთვის ამერიკაში მიემგზავრებოდა თავის ახლად დაქვრივებულ ქალიშვილთან… თუმცა მარიანი ტიტანიკზე შემთხვევით მოხდა, White Star Line-ის გემი ჰქონდა დაჯავშნილი, რომელმაც აღარ გაცურა და ტიტანიკში გადაიყვანეს. შედეგად, ერთ-ერთი გახდა იმ 1500 ადამიანიდან, რომელიც უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
ჩანთაში გაფერმკრთალებული ფოტოც იპოვეს, რომელზეც ფიქრობენ, რომ მარიანის დედა უნდა იყოს. რამდენიმე წერილიც იყო, სამედიცინო ჩანაწერიც, რათა რაიმე დაავადება არ გადაეტანათ ამერიკაში…
სუნამო, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული ტონები
აქ სუნამოს პატარა ფლაკონებზე მოგიყვებით. თურმე ტიტანიკზე სუნამოების გამყიდველიც ყოფილა, რომელსაც პატარა ფლაკონებით 90-ზე მეტი სუნამო გადაჰქონდა. მისი სახელი ადოლფ საალფელდია, მეორე კლასით მგზავრობდა და ერთ-ერთია იმ 700 ადამიანიდან, რომელიც „გადარჩა“, თუმცა, მისი პოვნა და გარდაცვალება ერთი იყო… ამბობენ, რომ იმ წამს დანაშაულის გრძნობით ცხოვრობდა, რომ იგი გადარჩა და სხვები არა…
შამპანიური საცობით
მართალია, წნევას ბოლომდე ვეღარ გაუძლო და მასში ცოტა წყალმა შეაღწია, მაგრამ ოკეანის ზედაპირზე მაინც გველოდებოდა მას შემდეგ, რაც ტიტანიკი 1912 წელს ჩაიძირა… ოკეანის ფსკერზე მრავალი ნივთი მოიძებნება, მათ შორისაა შამპანიურის ათასობით ბოთლი, რაც არც გასაკვირია, რადგან პირველი კლასის მგზავრებს განსაკუთრებულ ფუფუნებას, მდიდრულ გარემოს, საუკეთესო სასმელსა და საკვებს სთავაზობდნენ.
„ჩაძირულ სასახლეს ჰგავს, ტიტანიკი ყველაზე მდიდრული ლაინერი იყო, ასე რომ, შამპანიურის, სავარჯიშო დარბაზისა და სხვა დიდებული რაღაცების ქონა მნიშვნელოვანი იქნებოდა მგზავრებისთვის“, — განმარტავს ტომასინა.
რკინის მოქლონები
ტიტანიკზე ფიქრობდნენ, რომ არასდროს ჩაიძირებოდა… თუმცა ახლა ტომასინა იმ მოქლონებს გვაჩვენებს, რომლებიც გემის მდგრადობას უზრუნველყოფდა. ტიტანიკის ჩაძირვის გამო კი გაჩნდა თეორია, რომ მასში დაბალი ხარისხის მასალები იყო გამოყენებული, ამიტომაც მოქლონებიდან ზოგიერთის შემადგენლობა შეამოწმეს. ამბობენ, რომ მასში მინის მსგავსი მასალის მაღალი კონცენტრაცია აღინიშნებოდა, რაც სიცივეში მეტად მტვრევადს ხდიდა მას… თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის საჭირო იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ ჩაიძირა გემი…
კლასობრივი დაყოფა
ტიტანიკის ბორტზე ცხოვრება კლასების მიხედვით განსხვავებული იყო და ეს ჭიქებსა და თეფშებზეც კი შეიმჩნეოდა — მესამე კლასის ფინჯანი მარტივი ვიზუალის იყო ვარსკვლავის ლოგოთი, მეორე კლასის ჭიქას ლურჯი ყვავილებიანი დეკორაცია ჰქონდა და მეტად დახვეწილად გამოიყურებოდა, ხოლო პირველი კლასის ოქროს ხაზებით იყო გაწყობილი.