in

მეცნიერებმა თითი-რობოტი შექმნეს, რომელსაც პულსის გაზომვა შეუძლია

ალბათ, გაინტერესებთ, რა საჭირო იყო… პასუხი კი სამედიცინო კვლევებში უნდა ეძებოთ — ულტრა მგრძნობელობის მქონე რობოტ თითს შეუძლია, პაციენტებს პულსი გაუზომოს ან კანი შეუმოწმოს. თუ ჩინელ მეცნიერებს დავეყრდნობით, მას რუტინული სამედიცინო პროცედურების ჩატარების უნარიც აქვს. შესაბამისად, ამბობენ, რომ ამგვარი ტექნოლოგია ექიმებს დაავადებების დიაგნოსტირებას გაუმარტივებს, მაგალითისთვის მკერდის კიბოს, რომლის დროულად აღმოჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია… 

Cell Reports Physical Science-ის კვლევის თანახმად, თითი-რობოტი, შესაძლოა, კარგი იყოს იმ პაციენტებისთვისაც, რომელთაც ფიზიკური გამოკვლევები უტარდებათ, რაც ხშირად არასასიამოვნო და ინვაზიურია. 

მომავალში ხელის შექმნით, რომელსაც მსგავსი თითები ექნება, შესაძლოა, რობოექიმი მივიღოთ… მანქანური სწავლების, ავტომატური რობოტების გამოცდისა და დიაგნოსტირების გაერთიანებით ამას შეგვიძლია, მივაღწიოთ. ეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯანდაცვაში დასაქმებულთა სერიოზული დეფიციტია, — აცხადებს ჰონგბო ვანგი, კვლევის ავტორი. 

ზოგადად, იმაზე წუხან, რომ, შესაძლოა, მსგავსი მოწყობილობები არ იყოს საკმარისად კარგი დელიკატური ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც ოპერაციის ჩატარებისას არის საჭირო. ზოგიერთი უსაფრთხოების საკითხებსაც წამოწევს წინ, რაც მოიცავს დაზიანებას კვლევების დროს — მიუხედავად ბოლო ათწლეულში მიღწეული საოცარი პროგრესისა, რბილი თითების უმეტესობას, რომლებიც ლიტერატურაშია წარმოდგენილი, მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს, ადამიანის ხელებთან შედარებით.

თუმცა შესაძლოა ითქვას, რომ ახლად განვითარებული თითი-რობოტი ამ გამოწვევებს მშვენივრად უმკლავდება. არსებული პრობლემებისთვის თავის ასარიდებლად მკვლევართა ჯგუფმა მარტივი მოწყობილობა შეიმუშავა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. თუ ერთი მოხრისა და მოძრაობის საშუალებას აძლევს, მეორე თითის წვერებზე დამონტაჟებული თხევადი მეტალის ბოჭკოებითაა წარმოდგენილი, რომლითაც იგი ობიექტის მახასიათებლების შეგრძნებას თითქმის ისე ახერხებს, როგორც ადამიანი.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევქმნით ჭკვიან, მოსახერხებელ ხელს, სენსორული ხელოვნური კუნთების რობოტის მკლავთან ერთად, რათა მიბაძოს ადამიანის ხელების ფუნქციებსა და შესანიშნავ მანიპულაციებს, — ამბობს ვანგი.

ჯუდ ბელინგემი, სხვა ვარსკვლავებთან ერთად, EA Sports FC 25-ის რეკლამაში გამოჩნდა

როგორი ურთიერთობები სჭირდებათ თანამშრომლებს სამსახურში მეტი ჩართულობისთვის