in

რა შეიცვლება ABK-ში, ახალი არტ დირექტორის, თინა (თითიშკა) გორდელაძის ხელმძღვანელობით?

სააგენტო ABK-ს ახალი არტ დირექტორი ჰყავს. გუნდს თინა გორდელაძე (თითიშკა) შეემატა. ABK-მდე, წლების განმავლობაში, საქართველოს ბანკის, სააგენტო watergunz-ისა და Mozaika-ს არტ დირექტორი იყო. ახლა კი, ABK-ს გუნდთან ერთად იმუშავებს შემოქმედებით პროექტებზე. როგორ შეიცვლება ABK-ს შემოქმედებითი პროცესი და რა გეგმები აქვს არტ დირექტორს, თინა გორდელაძისგან მოვისმინეთ.

„ყოველთვის მიყვარდა კინო. განსაკუთრებით კორონას დროს, 2000-მდე ფილმს ვუყურე, ძალიან ბევრ ნანახს თავიდან, ეს იმის გამო, რომ ყოველთვის მაინტერესებდა ფილმის მხატვრობა, განათება, ხმა, მუსიკა, რეჟისორების განვითარება და ტრანსფორმაცია. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მერე ამ ყველაფრის საპრეზენტაციო შეფუთვა. მაგალითად, რა ფილმს როგორი პოსტერი ქონდა. საბედნიეროდ, იმაშიც გამიმართლა, რომ ABK-ს თავის განსაკუთრებული ფროდაქშენი აქვს, ფილმი იქნება ეს თუ სარეკლამო რგოლი, მიხარია რომ ამაშიც ჩავერთვები, გამოცდილების მიღებასთან ერთად, დიდ სიამოვნებასაც მივიღებ.“

M: როგორ შეაფასებდი ABK-ს ამჟამინდელ მდგომარეობას, როგორც არტ დირექტორი?

ასე მგონია, დღეს, ABK ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სააგენტოა საქართველოს ბაზარზე, ხარისხი ყოველთვის მაღალია. ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ძალიან გამახარებს თუკი ჩემი გამოცდილებისა და ცოდნის შემატებით კიდევ უფრო გაძლიერდება გუნდი სხვადასხვა კუთხით და საქართველოს საზღვრებს გარეთაც ერთ-ერთი ძლიერი სააგენტო გახდება.

ერთი შეხედვით, ამ სფეროში მუშაობა ნებისმიერ როლში ძალიან მარტივი ჩანს, თუმცა ჩემი აზრით, ხარისხიანი პროდუქტის დადება დიდ გამოცდილებას, შრომასა და ცოდნას მოითხოვს. საიდუმლო მუდმივ სწავლასა და დეტალებშია, რაც დროსთან ერთად მოდის. ალბათ მნიშვნელოვანია, რომ დამკვეთიც და ჩვენი გუნდის წევრებიც ჩვენვე გავზარდოთ. როდესაც შენი საქმე და მუშაობა ყოველდღიურ სიამოვნებად იქცევა, ძალიან დიდი შესაძლებლობები იხსნება თქვენ წინაშე.

M: როგორია შენი მიზნები და ხედვები სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში?

ყოველთვის ჩანდა და გამორჩეული იყო ABK-ს განსხვავებული ხელწერა და ხარისხიანი ნამუშევრები. რა თქმა უნდა ამ შედეგს ის იძლევა, რომ გუნდი ძალიან მეგობრული და შეკრულია. დიდი ხნის გამოცდილების მერე კიდევ ხვდები, რომ თუ გინდა შენი სამსახური შენი საყვარელი საქმიანობა იყოს, ზუსტად ასეთ გარემოცვაში უნდა მოხვდე. ყველა განსხვავებულია თავისი განსხვავებული იდეებით ხედვებით და პროფესიონალიზმით, ეს კიდევ მრავალფეროვნებას გვაძლევს ყოველდღიურად საქმეში, ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს, როცა სარეკლამო სივრცეში მუშაობ.

მეც გამიმართლა და მოვხვდი ამ გარემოცვაში და მინდა ყველასთან ერთად ყველაფერში ჩემი წვლილი შევიტანო, მიზანიც ალბათ შემოქმედებით გუნდთან ერთად ABK-ს ზრდა არის, სხვადასხვა მიმართულებით. იმედი კი არ მაქვს, ვხედავ რომ აქ მუშაობა სულ საინტერესო იქნება, გამომდინარე კომპანიის მიმართულელებებიდან, მუშაობის სტრუქტურიდან, გუნდიდან, მათი ენთუზიაზმიდან, სურვილიდან, საქმის სიყვარულიდან.

M: რა როლში ხედავ საკუთარ თავს ABK-ში გუნდური კულტურის გაძლიერებაში?

არ მიყვარს გამოთქმა ჭანჭიკებზე, მაგრამ იდეალურად შეესაბამება გუნდურ მუშაობას. როლი ყველას თავისი აქვს, მაგრამ ერთმანეთის გარეშე გამართულად ვერ იმუშავებს. ალბათ, კრეატიული სააგენტოს გუნდური სულისკვეთებაც ზუსტად მაშინ ძლიერდება, როდესაც ყველა აღიქვამს თავის როლის მნიშვნელოვნებას საქმეში და ამ საქმეს სიყვარულით და სიამოვნებით აკეთებს (არ აქვს მნიშვნელობა, ამის მიზეზი ახლის სწავლა იქნება, განვითარება, გართობა თუ კომპანიის ზრდა). ABK-ს ხიბლი ჩემთვის ზუსტად ეგაა, რომ არავინ არავის „უფროსი“ არ არის, საქმეს ყველა ერთად აკეთებს, ვინც რა იცის ყველა ერთმანეთს უზიარებს. მეც მინდა, რომ ერთ-ერთი ვიყო მათ შორის, ამდენი ხნის ნაგროვები გამოცდილება და ცოდნა ყველას გავუზიარო და ერთად შევქმნათ ბევრი ძალიან მაგარი რამ.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

გორის მუნიციპალიტეტის მწვანე სოფელში სასტუმრო – „სოლო გრანდ ბოშური” გაიხსნა

ილონ მასკმა ახალი AI კომპანია დააარსა, სახელწოდებით xAI