Nube ესპანურად „ღრუბელს“ კი ნიშნავს, მაგრამ მეცნიერებმა ჯუჯა გალაქტიკის სახელად შეარჩიეს, რომელიც თითქმის უხილავია და მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს. ამ სიმკრთალეს ის ფაქტი განაპირობებს, რომ გალაქტიკაში არსებული ვარსკვლავები ერთმანეთისგან დიდ დისტანციაზე, მიმოფანტულადაა განლაგებული. ამავდროულად, 10-ჯერ განიერია.
„ჩვენი ამჟამინდელი ცოდნით, არ გვესმის, როგორ შეიძლება ასეთი ექსტრემალური მახასიათებლების მქონე გალაქტიკის არსებობა“, — აღნიშნავს კვლევის წამყვანი ავტორი, მირეია მონტესი. რაც შეეხება აღმოჩენას, ამჯერად მეცნიერებმა ჯუჯა გალაქტიკას Sloan Digital Sky Survey-ის მონაცემთა ბაზის ხელახალი ანალიზისას მიაკვლიეს. უფრო კონკრეტულად, გარკვეული ანომალია დააფიქსირეს, შემდეგ კი ტელესკოპით შეისწავლეს — სავარაუდოდ, ჩვენსა და Nube-ის შორის 300 მილიონის სინათლის წელია მანძილი.
ჩვეულებრივ, გალაქტიკების სიმკვრივე მათ ცენტრშია კონცენტრირებული, გარე არეალებში კი უფრო მეტად მცირდება. სწორედ ამის გამო, ბირთვთან ახლოს უფრო მეტი ვარსკვლავია გადანაწილებული. ხოლო Nube-ის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა — მას ცენტრალური მასა თითქმის არ გააჩნია. სანაცვლოდ, მთლიანობის შესანარჩუნებლად შესაბამისი გრაციტაციაა საჭირო, რომლის წარმოქმნის წყაროც ჯერჯერობით უცნობია.