ქუჩაში მარტო დარჩენილი საყვარელი, მოწყენილი პანდა, რომელიც გამვლელებისგან დახმარების ხელს სევდიანი სახით ელოდება, კომპანია Tile-სთვის შექმნილი სარეკლამო ვიდეორგოლის მთავარი გმირია. ბრენდი აწარმოებს Bluetooth-ით აღჭურვილ ისეთ ტექნიკას, რომლის მეშვეობითაც დაკარგული ნივთების პოვნა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. სწორედ ამ პროდუქტის რეკლამირებისთვის შექმნა სააგენტო Deutsch and Smuggler-მა ეს საყვარელი და საოცრად ემოციური ვიდეორგოლი. დაკარგული სათამაშო პანდა, რომელიც ათას თავგადასავალსა და დაბრკოლებას გამოივლის, ბოლოს მაინც პოულობს თავის მოსიყვარულე პატრონს. ამ ვიდეოში ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ ის რეალურ ისტორიაზეა გადაღებული. Tile-ის ტექნოლოგიის მფლობელმა ერთ-ერთმა პატარა გოგონამ სათამაშო მართლაც დაკარგა და სწორედ ამ მოწყობილობის საშუალებით მიაგნო თავის საყვარელ მეგობარს.