23
Feb
2017

თითო ხე ყოველ ახალ მომხმარებელზე – Shell–ის არაჩვეულებრივი კამპანია გარემოს დასაცავად

23 Feb 2017

კობი
კობი


სამწუხაროდ, ბევრი ვერ აცნობიერებს იმ სერიოზულ საფრთხეს, რაც ხეების მოჭრით ექმნება გარემოს, ან შესაძლოა ხვდება კიდეც, უბრალოდ, არ ინტერესდება. სწორედ ასეთი გულგრილი დამოკიდებულებების გამო მხოლოდ რუმინეთში თითქმის ყოველდღიურად სულ მცირე 3 ჰექტარი ტყე ნადგურდება. საბედნიეროდ, არიან ბრენდები, რომლებიც ამ პრობლემაზე, როგორც საკუთარ საზრუნავზე, ისე ფიქრობენ და გამოსავალსაც ეძებენ. Shell–მა სწორედ რომ ეფექტურ და არაჩვეულებრივ გამოსავალს მიაგნო. კომპანიამ გადაწყვიტა ყოველ ახალ მომხმარებელსა და პარტნიორზე თითო ხე დარგოს. ერთგული პერსონალის საშუალებით, ბრენდმა კამპანია დიდი შემართებით წამოიწყო და თუ გაგრძელებაც ისეთივე აქტიური ექნება, როგორიც დასაწყისი მაშინ, ბუნება ნამდვილად გადარჩება, ყოველშემთხვევაში, რუმინეთში მაინც.

 

განხილვა