ზოგისთვის ასაკის მატება დიდი ტრაგედიაა, სხვებისთვის კი წლები უბრალოდ რიცხვი. დანიის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გასართობმა პარკმა Tivoli, რომელსაც უკვე 175 წელი შეუსრულდა, იუბილეს აღნიშვნა ორიგინალური სარეკლამო ვიდეორგოლით გადაწყვიტა. სააგენტო &Co-ს მიერ მომზადებული ვიდეო ემოციურად გადმოსცემს იმ მნიშვნელოვან გზავნილს, რომ წლები ბევრს არაფერს წყვეტს, მთავარია ადამიანის შინაგანი შეგრძნებები, სურვილები, პრიორიტეტები და ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებები.














