in

თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კიდევ ერთი ლოჯისტიკური ცენტრი შენდება 

თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ), მალე, ახალი ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა დაიწყება. თიზ-ის ხელმძღვანელის გიორგი ტაბიძის თქმით, გადაწყვეტილება კომპანიების მხრიდან, დიდი ინტერესისა და მოთხოვნის გამო მიიღეს.

BOG
BOG


„თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ერთი ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ფართებიც მთლიანად გაქირავებულია 6 კომპანიაზე. მხოლოდ პატარა საწყობი დავიტოვეთ ჩვენთვის. ახლა დაგეგმილი გვაქვს მეორე ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა, რომელიც ახალი წლის შემდეგ დაიწყება. საუბარია, დაახლოებით, იგივე ტიპის და ფართობის შენობაზე, ანუ 2500 კვადრატულ მეტრზე. ჯერ – ჯერობით პროექტს ახლა ვაკეთებთ და დეტალებს ბოლომდე ვერ გეუბნებით. თუმცა, მისი მშენებლობა 6 თვეზე ადრე დასრულდება“, – აცხადებს თიზ-ის ადმინისტრატორი კომპანია „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალური დირექტორი გიორგი ტაბიძე გამოცემა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

გიორგი ტაბიძის თქმით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის უპირატესობებიდან გამომდინარე, კომპანიების მხრიდან მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ სანამ პირველ ცენტრში ყველა ფართი მშენებლობის დასრულებამდე გაქირავდა. რაც შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც თბილისი თიზ-ში განთავსდებიან, გიორგი ტაბიძის თქმით, ყველა მათგანი საერთაშორისო კომპანიაა და ისინი ექსპორტზე იმუშავებენ.

„შეიძლება ითქვას, რომ მედიკამენტების მწარმოებელმა უკრაინულმა კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო. დანადგარები ჩამოიტანა და ახლა მონტაჟი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მთელ ამ პროცესს მაქსიმუმ ერთი თვე დასჭირდება. გარდა ამისა, ერთია ძვირფასი ლითონების მწარმოებელი კომპანია, სამი არის სასაწყობო, ერთიც ელექტრო ავტო კარების მწარმოებელი. ყველა მათგანი ექსპორტზე იმუშავებს. რეალურად, ესენი არიან ადგილობრივი კომპანიები, უბრალოდ დამფუძნებლები ჰყავთ სხვადასხვა ქვეყნებიდან. ერთს ჰყავს უკრაინელი და ქართველი დამფუძნებელიც, ანუ შერეული კომპანიებია“, – აცხადებს გიორგი ტაბიძე.

Facebook-ის განახლებული პლატფორმა სამსახურის მაძიებელთათვის 

„ჰაეროვანი და დახვეწილი სამოსის მოყვარული ქალბატონებისათვის“ – Ann Clothing Brand