ინსტაგრამის საკუთარ ანგარიშზე Raymond aka Ray Ray თავს წარმოაჩენს, როგორც “არაკვალიფიციურ მცხობელს”. თუმცა მისი ტკბილი და ფერადი შემოქმედების სურათები საპირისპიროს გვთავაზობს. რეიმონდმა, ვიდრე საკონდიტრო საქმიანობას შეუერთდებოდა, ბუღალტრის დიპლომიც კი მოიპოვა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ნამცხვრები უფრო აინტერესებდა, ვიდრე რიცხვები.