in

TKESHI — ხელოვნებისა და მრავალმხრივი მუსიკის ფესტივალი 15-29 ივლისს კოჯრის ტყეში ჩატარდება

ახალი მედია ხელოვნება და თანამედროვე ელექტრო-აკუსტიკური მუსიკა უმეტესწილად დახურულ სივრცეებშია წარმოდგენილი — თითქოს, ბუნებრივად დამკვიდრდა ეს კონტექსტი, TKESHI — New Media Art კი ამ მოცემულობას სრულიად არღვევს… ეს არის ფესტივალი, რომლის მიზანია, თანამედროვე კულტურა უფრო მეტად ბუნებრივ გარემოს მოარგოს და შთაგონება სწორედ იქ ეძიოს, საიდანაც ადამიანის ისტორია იწყება.

ვინაიდან დღესდღეობით სულ უფრო მეტად მივისწრაფვით ბუნებასთან მჭიდრო კავშირის დამყარებისკენ, აღნიშნული ფესტივალი ერთ-ერთი საუკეთესო გზა იქნება ამ მიზნის მისაღწევად — მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნება ყველაზე მძლავრად ზემოქმედებს ადამიანის შინაგან განწყობებზე, ემოციებსა თუ გრძნობებზე. ამიტომაც, ფესტივალის იდეა სწორედ შესაბამის კონცეფციას მიჰყვება: მუსიკისა და ბუნების სინთეზი, რომელიც თითოეულ ვიზიტორში მიაღწევს კულმინაციას.

15 ივლისიდან TKESHI ათობით ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტს უმასპინძლებს — ფართო აუდიტორიას ღია ცის ქვეშ, მდიდარ და მრავალფეროვან აუდიოვიზუალურ გამოცდილებას გაუზიარებენ. აუდიოვიზუალური პერფორმანსები, ახალი მედია ხელოვნების ინსტალაციები და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამა ახალი ენერგიებითა და ჯადოსნური შთაბეჭდილებებით შეავსებს ტყის სივრცეს.

15, 22 და 28 ივლისი ფესტივალის პროგრამის კულმინაციური დღეებია, სადაც 15:00 საათიდან  მნახველები ისეთი საერთაშორისო არტისტების აუდიო-ვიდეო ინსტალაციებს და პერფორმანსებს დაესწრებიან, როგორებიც არიან: ბერლინში მოღვაწე იაპონელი არტისტი Ryoichi Kurokawa, ელექტრონული მუსიკის გერმანელი არტისტი Amelie Duchow, ასევე საერთაშორისო არტისტების კოლაბორაციული პროექტი WHITE BALANCE და სხვები.

სრული პროგრამის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ მთავარი პროგრამის პარალელურად, ივლისის მეორე ნახევარი ფესტივალის საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო აქტივობებს დაეთმობა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა მონაწილე არტისტებთან დისკუსიების გამართვა, ვორქშოფები, პერფორმანსები, ჩვენებები და სხვა.

რაც შეეხება ლოკაციას, ფესტივალი კოჯრის ფიჭვნარის ტერიტორიაზე ჩატარდება — ტრანსპორტირებაზე კი სპეციალური საფესტივალო ავტობუსებით იზრუნებენ, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ივლიან კუს ტბის ტერიტორიიდან და გიორგი ლეონიძის ქუჩიდან.

ნავიგაციის გასამარტივებლად Google Maps-ში საჭიროა ჩაწეროთ: TKESHI

Friends & Partners: Tbilisi UNESCO city of Media Arts, თბილისის მერია, MAZDA, Elit Electronics, Ecowood, EFES Georgia, BOG student card, Doritos, SOCAR FENTIMANS, ტენეს, ბინეხი მეღვინეობა, GOETHE INSTITUT, KHIDI, MUA, 303, ქართული ვიდეო ხელოვნების არქივი, CCA, eventer.ge, tkt.ge, marketer.ge, playmakers.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ

WEB: www.tkeshi.com

FB: www.facebook.com/IIIIITKESHI

IG: www.instagram.com/tkeshiiii

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

[R]

როგორ გადავიღოთ საუკეთესო ფოტოები ღამით?

თანამედროვე ბიზნეს გარემოზე მორგებული ინოვაციური პროექტები CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე!