in

მარსზე თხევადი წყლის რეზერვუარი აღმოაჩინეს!

თუმცა ეს ილონ მასკს არ გაუხარდება…

მართალია, მარსის პოლუსებზე გაყინული წყალი და ატმოსფეროს ორთქლი უკვე იპოვეს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა წითელ პლანეტაზე თხევადი წყალი აღმოაჩინეს! იმ მონაცემების ანალიზის შედეგია, რომლებიც მეცნიერებმა ნასას Mars Insight Lander-იდან მიიღეს, რომელიც პლანეტას 2018 წელს შეეხო. ლენდერს თან ჰქონდა სეისმომეტრი, რომელიც 4 წლის ვიბრაციებს იწერდა, მარსის ბიძგებს, რომლებიც სიღრმიდან მოდის. სწორედ მათმა გაანალიზებამ გაამხილა თხევადი წყლის სეისმური სიგნალები…

Insight-ის მეცნიერული მისია 2022 წლის დეკემბერში დასრულდა. მას შემდეგ, რაც ლენდერი მშვიდად უსმენდა მარსის პულსს ოთხი წლის მანძილზე. ამ დროში კი მან 1319 ბიძგზე მეტი დააგროვა. ხოლო იმის გაზომვით, თუ რამდენად სწრაფად მოძრაობს სეისმური ტალღები, მეცნიერებმა გაიგეს, რისთვის უნდა მიექციათ უფრო მეტად ყურადღება — თითქმის ისეთივე ტექნიკებია, რომლებსაც დედამიწაზე წყლის შესამოწმებლად ვიყენებთ, რომლითაც ნავთობსა და გაზს ვეძებთ.

ანალიზის შედეგად, წყლის რეზერვუარები მარსის ზედაპირის ქვეშ 10-20 კილომეტრ სიღრმეზე აღმოაჩინეს. 

მარსის წყლის ციკლის გააზრება მნიშვნელოვანია კლიმატის, ზედაპირისა და მისი ინტერიერის ევოლუციის გასააზრებლად. წყალი ყველაზე მნიშვნელოვანი მოლეკულაა პლანეტის ევოლუციის პროცესში. ეს მიგნება პასუხს სცემს დიდ კითხვას — სად წავიდა მარსის წყალი?, — აცხადებს ვაშან ვრაითი, კვლევის წამყვანი ავტორი. 

წითელი პლანეტის ზედაპირის შესწავლა, თავისივე არხებითა და ტალღებით, გვაჩვენებს, რომ ძველ დროში პლანეტაზე მდინარეები და ტბები იყო, მაგრამ უკვე 3 მილიარდი წელია, რაც მას უდაბნოს სახით ვიცნობთ. საინტერესოა, რომ წყლის გარკვეული ნაწილი უკვე დაკარგული იყო, როცა მარსი ატმოსფეროს გარეშე დარჩა. თუმცა პროფესორი მანგა ამბობს, რომ დედამიწაზეც წყლების უმეტესობა მიწისქვეშაა, შესაბამისად, საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ასე ხდება მარსის შემთხვევაშიც.

ამასთან, Insight-ის ზონდს მხოლოდ მის ქვეშ არსებული ქერქიდან შეეძლო მონაცემების ჩაწერა, მკვლევრები კი ფიქრობენ, რომ მსგავსი რეზერვუარები პლანეტაზე სხვა ადგილებშიც უნდა მოიძებნებოდეს. თუ ეს სიმართლეა, გამოდის, მარსზე საკმარისი თხევადი წყალია იმისათვის, რომ ზედაპირზე ერთი ფენა ჩამოაყალიბოს… თუმცა ამბობენ, რომ მიწისქვეშა წყლების აღმოჩენა წითელი პლანეტის კოლონიზაციის სურვილის მქონე მილიარდერებისთვის არ არის კარგი ამბავი — ზედაპირიდან 10-20 კილომეტრის სიღრმეშია. შესაბამისად, ხვრელის გაკეთება 10 კილომეტრის სიღრმეზე ილონ მასკისთვისაც კი რთული იქნება.

ასეა თუ ისე, ფაქტია, ამ აღმოჩენამ მარსზე ცხოვრების კიდევ ერთი იმედი გააჩინა. 

თხევადი წყლის გარეშე, ვერ იცხოვრებთ. ასე რომ, თუ მარსზე სადმე დასახლებადი სივრცეებია, ეს ახლა საკმაოდ სიღრმეში უნდა იყოს, — აცხადებს მაიკლ მანგა, პროფესორი. 

Bolt Georgia-სა და Oktopus Fitness-ის საერთო შეთავაზებები

Technovation Girls – გამარჯვებული გუნდი ბათუმიდან