in

თხუნელა ოზი თამაშების სამყაროში – ანუ როგორ ვასწავლოთ მომავალს მომავალზე ზრუნვა

სამყაროს გადარჩენა მხოლოდ დაკუნთული სუპერგმირების საქმეა? არა და არა! ამის ყველაზე ნათელი მაგალითი თავგადასავლების მაძიებელი თხუნელა ოზია. ეს პატარა სუპერგმირი EU NEIGHBOURSEAST-ის მიერ ორგანიზებული კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად გარემოს დაცვითი თემების წინ წამოწევას და მათი მოზარდებისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემას ისახავს.

შესაბამისად, მის სამიზნე აუდიტორიასთან კიდევ უფრო დასაახლოებლად, თამაშების სამყაროში გადასვლა მხოლოდ დროის ამბავი იყო. განახლებადი ენერგიის წყაროები, ქარის წისქვილები და გარემოს დაცვის ყველაზე ეფექტური გზები – დედამიწის გადასარჩენად აქტიურად მომუშავე გმირი თხუნელას ძირითად მიზანს სწორედ ამ თემებზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ, EU NEIGHBOURS EAST-სა და byyd-სთან თანამშრომლობით, Saatchi & Saatchi Tbilisi-მ თხუნელა ოზი ახალ, ციფრული თამაშების სამყაროში ამოგზაურა და გარემოს დაცვაზე სწორედ ის ჯგუფი აალაპარაკა, რომლისთვისაც მომავალზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანია.

კამპანია ექვს ძირითად ბაზარზე მიმდინარეობდა და საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის ციფრულ სივრცეს ფარავდა. როგორც სააჩიში ამბობენ, მათთვის ძალიან საინტერესო იყო ევროკავშირის წამოწყებულ კამპანიაში არა მხოლოდ ონლაინ სივრცის შეტანა, არამედ მისი მთლიანად „გამიფიკაცია” და ქართული და სომხური ბაზრებისთვის თამაშების სამყაროში გადატანა.

იმისთვის, რომ ყველაფერი თავდადებული თხუნელა ოზისთვის შესაფერისი სიზუსტითა და ეფექტურობით მომხდარიყო, Saatchi & Saatchi Tbilisi-ს გუნდი დიდი ხნის პარტნიორ კომპანია byyd-ს დაუკავშირდა და ოზიმაც სწორედ მათი ერთიანი ძალებით დაიწყო ციფრულ სამყაროში მოგზაურობა.

რიჩ მედია ფორმატის ბანერები, სოციალური სივრცის ჩართულობა, სწორი სამიზნე აუდიტორია და მათთან დაკავშირების იდეალურად გაწერილი ტაქტიკა – ამ დეტალების კომბინაცია ის საიდუმლო რეცეპტია, რომელმაც წარმატებული კოლაბორაცია არაერთ განსხვავებულ ბაზარზე შექმნა.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვის მნიშვნელობა და აუცილებლობა დღეს ყველას გააზრებული გვაქვს, ამ თემით 12-17 წლამდე მოზარდების აუდიტორიის დაინტერესება არცთუ მარტივი დავალებაა. კლიმატზე ზრუნვის გარშემო აგებულ წამოწყებებში ახალგაზრდების ჩართულობა მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო მაღლდება, თუმცა საქართველოსა და სომხეთში მწვანე იდეოლოგია ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა. შესაბამისად, მიუხედავად მისი აუცილებლობისა, ამ ორი ქვეყნის მოზარდები ჯერ სრულად არ იცნობენ ისეთ თემებს როგორიც განახლებადი ენერგია, მისი მნიშვნელობა და გარემოს დაცვის სხვადასხვა ფორმებია. ეს მოცემულობები შორეულ, ჩვენგან დამოუკიდებელ ფენომენებად წარმოგვიდგენია – სწორედ ამის შეცვლა აქვს მიზნად დასახული ყველაზე მამაც თხუნელა ოზის.

შესაბამისად, სააჩის მთავარ მიზანსაც სამიზნე აუდიტორიაში ცნობიერების მაქსიმალურად მხიარული და შემეცნებითი გზით ამაღლება წარმოადგენდა.

ითამაშე, იმოგზაურე ოზისთან ერთად, გაიგე მეტი ქარის ენერგიაზე და დაიცავი საკუთარი მომავალი – ეს ყველაფერი სულაც არაა ისეთი შეუძლებელი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს და ამას კამპანიის წარმატებაც ამტკიცებს!

ჯამში 300 000-მდე მეტი ნახვითა და აქტიური ჩართულობით, byyd-ს და სააჩის საერთო ძალებით შექმნილმა ციფრულმა კამპანიამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და ოზის დედამიწის გადარჩენის მისიასაც არაერთი მოხალისე შემატა!

ეს თანამშრომლობა EU NEIGHBOURS EAST-სა და სააჩისთვის პირველი არ ყოფილა. მათ ერთად არაერთი საინტერესო წამოწყება აქვთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებისთვის შეთავაზებული. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ქართული სივრცისთვის მნიშვნელოვანი, ევროკავშირის დღესთან დაკავშირებით განხორციელებული ინფლუენსერ კამპანიაა, სახელად “Family Connections”.

ევროკავშირის ინიციატივით და Saatchi & Saatchi Tbilisi-ს გუნდის ძალისხმევით შემუშავებული კამპანია ექვს ქვეყანას მოიცავს (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა) და მიზნად გენდერულ როლებსა და თანასწორობაზე საუბარს, თემის გარშემო არსებული პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მათ თანდათანობით აღმოფხვრას ისახავს.

კამპანიაში ჩართული იყო არაერთი ცნობილი სახე და ინფლუენსერი, რომლებმაც საერთო ძალებით, ინტერაქციული კითხვარების, AR ფილტრებისა და სოციალური ქსელების დახმარებით, EAP ქვეყნები ძველ პრობლემებზე ახლებური ფორმატით დააფიქრეს.

განურჩევლად იმისა, გარემოს ვიცავთ, ერთმანეთს თუ საკუთარ უკეთეს მომავალს, EU NEIGHBOURS EAST-იცა და Saatchi & Saatchi Tbilisi-ც თანხმდებიან იმაზე, რომ ერთი ჭეშმარიტება მუდმივად უცვლელი რჩება – თუ პრობლემებს ერთად შევეჭიდებით, შეუძლებელი არაფერია!

[R]

წერილი ჯაოკენის მომხმარებლებს

დღეს ცაზე 2023 წლის ბოლო სუპერმთვარე გამოჩნდება!