in

ტყიბულში მსოფლიო ბრენდების ქურთუკები შეიკერება 

ტყიბულში ქურთუკების ქარხანა გაიხსნება. პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, საწარმოში შეკერილი პროდუქცია ადგილობრივ და საერთაშორისო, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება.

BOG
BOG

„ურთიერთთანამშრომლობის საბოლოო შეთანხმება შედგა „საპარტნიორო ფონდსა“ და „ძიანგსის ჰუაჟაო ENTEPRISE MANAGEMENT“-ს შორის. ორწლიანი მოლაპარაკებების საფუძველზე გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ქურთუკების საწარმო გაიხსნება. პროექტის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის აშენება, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის მაღალი ხარისხის ქურთუკები დამზადდება. საქართველოში წარმოებული მსოფლიოში ცნობილი ბრენდული ქურთუკები ევროკავშირის ბაზარზე გამოჩნდება. მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთან, ამ თემაზე, ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო. აქ [ჩინეთში] არსებული ქურთუკების ქარხანა მარტო ჩინეთის მოსახლეობის 60 % აკმაყოფილებს. სწორედ ამ ქარხნის წარმომადგენლობის გახსნაზეა საუბარი საქართველოში, რაც ბუნებრივია, ბევრ ადამიანს დაასაქმებს და შექმნის დიდ საექსპორტო პოტენციალს. ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ბაზრის კვლევა და საქართველოში წარმოების გადმოტანის საკითხთან დაკავშირებული პროცედურები“, – განაცხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ.

ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საწარმოში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ქურთუკები შეიკერება. ქარხანაში კი, პირველ ეტაპზე, 300-მდე ადამიანი დასაქმდება.

თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს მხარეებმა ხელი შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE) ფარგლებში მოაწერეს. ღონისძიებაში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობს და ადგილზე 50-ზე მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

გაბედე popXspotlight – ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

Galaxy A7 – Samsung-ის ახალი მოდელი საშუალო კლასის სმარტფონებში