in

TKT FLY APP – მეტი კომფორტი, მეტი სიმარტივე ავიაბილეთის შეძენისას!

ამიერიდან, TKT FLY აპლიკაციით, ავიაბილეთების შერჩევა და შეძენა უფრო მარტივი, კომფორტული და სასიამოვნოა. ეს ნიშნავს, რომ TKT.GE-ს მომხმარებელი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიმართულებით შეძლებს ავიაბილეთებზე საუკეთესო ფასების მოძიებას, ახლა უკვე აპლიკაციის მეშვეობითაც. რაც მთავარია, TKT FLY APP უკვე ხელმისაწვდომია Android-ისა და iOS-ის ოპერაციულ სისტემებზე.

როგორც ვებზე, ისე APP-ში შესაძლებელია სასურველი ფრენის მოძიება: ფასის, ავიაკომპანიის, პირდაპირი თუ არაპირდაპირი რეისის, ბარგის რაოდენობისა და რეისის დროის მიხედვით.

TKT.GE-მ 2020 წლიდან გააფართოვა სერვისები და მომხმარებელს ავიაბილეთების შეძენას მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, კონკურენტულ ფასად სთავაზობს. TKT-ს გუნდი მუდმივ კავშირზეა ავიაკომპანიებთან, განახლებულ ინფორმაციას კი უწყვეტ რეჟიმში აწვდის მომხმარებელს და აპლიკაციასა და ვებგვერდზე უზრუნველყოფს მხოლოდ დადასტურებული და გადამოწმებული რეისების განთავსებას.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, TKT-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე ავიაბილეთის შეძენისას, მომხმარებელი შემდეგი უპირატესობებით სარგებლობს:

TKT FLY APP-ში ავიაბილეთის ყიდვის პროცესში შენარჩუნებულია სიმარტივე და ბილეთის შეძენა ნებისმიერი მსურველისთვის მარტივი და კომფორტული პროცესია. ყველა საჭირო ინფორმაცია დაწვრილებითაა აღწერილი და მოცემულია ქართულ ენაზე.

ბილეთს, მომხმარებელი, ყიდულობს აპლიკაციაშივე, ეროვნულ ვალუტაში და არ მისამართდება არსად.

TKT-ზე საუკეთესო ფასებია! გუნდი მუდმივად ამოწმებს კონკრეტულ მიმართულებებზე ბილეთის ღირებულებას და ამ უკანასკნელს ყველაზე კონკურენტულ ფასად გთავაზობთ.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, ქართულენოვანი ქოლცენტრი ამომწურავ პასუხს გაგცემთ. ბილეთის შეძენის პროცესში, ბუნებრივია, ჩნდება ბევრი კითხვა, ხდება გაუთვალისწინებელი შეცდომები ან უბრალოდ საჭიროა რეკომენდაცია გამოცდილი კონსულტანტისგან. TKT-ს ცხელი ხაზი მუდამ მზად არის, დაეხმაროს მომხმარებელს ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში.  

TKT.GE კავკასიაში „ონლაინ“ ბილეთების ყველაზე დიდი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად, სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლეებით, მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს ქმნის.

ქართული პლატფორმა, დღეისათვის, 450 000 -ზე მეტ ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს კინოს, სპორტის, თეატრების, ოპერის, კონცერტების, ფესტივალების, მატარებლის და ავია ბილეთების შეძენას ონლაინ. ამ უკანასკნელს კი უკვე TKT FLY აპლიკაციით, როგორც ყოველთვის უფრო მარტივად და კომფორტულად.

 

[პარტნიორის კონტენტი[

გარეული ღორები იმდენივე ნახშირბადის გამოყოფას უწყობენ ხელს, რამდენსაც 1 მილიონი მანქანა

მითები და ფაქტები ძილის შესახებ