in

TKT.GE-ისა და მასტერქარდის შეთავაზებით ნაპოლი-რეინჯერსის თამაშზე დასწრების საშუალება გეძლევათ!

TKT.GE და მასტერქარდი მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, 26 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის თამაშს, ნაპოლი VS რეინჯერსი, დაესწროს და ამჯერად, პირდაპირ სტადიონიდან მთელი შემართებით უგულშემატკივროს ხვიჩა კვარაცხელიას.

ისევე, როგორც ფრენის ბილეთის შეძენა TKT.GE-ზე, გათამაშების წესები და პირობებიც ძალიან მარტივია. მთავარია, რამდენიმე დეტალი გაითვალისწინოთ:

  • პირველ რიგში ის, რომ ბილეთი აუცილებლად შეიძინოთ Mastercard ბარათით
  • ასევე, ეს ბილეთი მხოლოდ იტალიის მიმართულებით უნდა იყოს. (ქალაქის არჩევანში შეზღუდულები არ ხართ.)

შეთავაზების თარიღებიც მაქსიმალურად გრძელვადიანი შეირჩა. კვარადონას საყვირლად  ყველას რომ უნდა სტადიონზე, ვიცით… ამიტომ, მატჩის ბილეთის მოგების შანსი 19 ოქტომბრის ჩათვლით გაქვთ.

პირველი 30 მგზავრი, რომელიც თბილისი-იტალია/იტალია-თბილისის მიმართულებით იყიდის fly.tkt.ge-ზე ფრენის ბილეთს, კომპანიისგან საპასუხოდ მატჩის ბილეთს მიიღებს. და აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს ფრენა აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს.

„აქციის წესებში ისიც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ერთ მომხმარებელზე ბილეთის რაოდენობა არ შეგვეზღუდა. 1 მგზავრზე კი თამაშდება 1 ბილეთი, მაგრამ თუ (პირობითად) 10 მგზავრის ფრენა ერთმა პირმა შეიძინა, ბილეთი თითოეულ მგზავრს გადაეცემა. აბა, მხოლოდ ერთს ხომ არ გავუშვებთ თამაშზე? გუნდურად რომ ვიყვიროთ: „მიდი კვარააა!“ არ ჯობია?!“

წინასწარ იმასაც ვეტყვით TKT.GE-ს მომხმარებლებს, რომ მატჩის ბილეთი სახელობითია — გამოყენებას მხოლოდ მოგებული მგზავრი (ფიზიკური პირი) შეძლებს და შესაბამისად, მისი გადაყიდვა, გადაცვლა ან მატჩზე სხვა ადამიანის შეყვანა ვერ მოხერხდება. ასევე, ბილეთი არ თამაშდება იმ შემთხვევაში, თუ ფრენის ბილეთებს ტურისტული კომპანიიდან იყიდით.

გაითვალისწინეთ, თამაშდება მხოლოდ 30 ბილეთი და თუ ამ იღბლიან ადამიანთა შორის მოხვდით, TKT-ს ქოლცენტრი ყიდვიდან 1 სამუშაო დღეში დაგიკავშირდებათ.

„აბა, გისურვებთ წარმატებებს, მშვიდობიან ფრენასა და რაც მთავარია, ხვიჩა კვარაცხელიას გოლებს“.

[პარტნიორის კონტენტი]

მაკდონალდსმა ყალბი იურიდიული ფირმა შექმნა, რათა „კარტოფილის ქურდები“ დაამარცხოს

Kodak ეროვნულ ისტორიულ ქიმიურ ღირსშესანიშნაობად აღიარეს