in

„გარეთ გასვლის ბილეთები რომ გავაკეთოთ?“ – TKT.GE-ს დამფუძნებლის იდეა

„ცოტა სიგიჟეა, მაგრამ გარეთ გასვლის ბილეთები რომ გავაკეთოთ? ეგეც ბილეთია რომ დაფიქრდე“, – წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე TKT.GE-ს დამფუძნებელი – ლევან კილაძე და იქვე დასძენს, რომ „TKT.GE მზადაა უსასყდლოდ გადააკეთოს პლატფორმა და შენი QR კოდით მიდიხარ მაღაზიაში.. მაღაზიის რიგში რომ არ იდგე ქუჩაში“.

BOG
BOG

ლევან კილაძე ამბობს, რომ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, TKT.GE-ს გუნდი 1 კვირაში შეძლებს იდეის განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტექნოლოგიური მიდგომა ჩინეთმაც გამოიყენა, კონკრეტულად, ქალაქი – ხანჯუ ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც COVID-19-ის პრევენციისა და კონტროლისათვის მიდგომა სახელად „ერთი რუკა, ერთი QR კოდი და ერთი ინდექსი“ გამოიყენეს. თუმცა, იქ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ თუ ეპიდემიოლოგიურ დონეზე, საქართველოსგან განსხვავებული მდგომარეობა იყო. შესაბამისად, ეს არ იყო „გარეთ გასვლის ბილეთები“, როგორც ამას ლევან კილაძე, თავის პოსტში უწოდებს, ეს იყო ჯანმრთელობის QR კოდები. მწვანე QR კოდის მქონე ადამიანს კი ქუჩაში თავისუფალი გადაადგილების უფლება ჰქონდა.

განათლების სამინისტრო დისტანციური სწავლებისთვის სკოლებს ქართულ პლატფორმა Feedc Edu-ს სთავაზობს

IT CRAFT-მა, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში, 5 000 ლარი ჩარიცხა, კომპანიებს კი IT მიმართულებით ეხმარება