in

გაფრინდი, საითაც გინდა, დამატებითი ბენეფიტებით! – TKT FLY-სა და Visa-ს ერთობლივი კამპანია

თუკი ფრენა თქვენი საყვარელი საქმიანობაა, კარგი ამბავი გვაქვს – ახლა ეს უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ. საქმე ისაა, რომ TKT FLY-მ და Visa-მ გადაწყვიტეს კამპანია წამოიწყონ და დამატებით ბენეფიტებს, უბრალოდ, გჩუქნიან. არ აქვს მნიშვნელობა, საით მიფრინავთ ან რა ღირს ბილეთი, თქვენ მას დამატებითი უპირატესობით შეიძენთ. რა არის საჭირო ფასდაკლებით სარგებლობისთვის და როგორია კამპანიის პირობები, TKT FLY-ის წარმომადგენელმა, მარიამ თხილაიშვილმა გვიამბო.

M: მიმოვიხილოთ, რას გულისხმობს Tkt-სა და Visa-ს ერთობლივი კამპანია?

კამპანიის წესი უმარტივესია – შეგიძლიათ TKT FLY-ზე Visa პრემიუმ ბარათით შეიძინოთ თვითმფრინავის ბილეთი დამატებითი ბენეფიტებით. არ აქვს მნიშვნელობა, რა ფასიან ბილეთს ყიდულობთ, ეს თანხა ფიქსირებულია, ყველა შემთხვევაში. ბილეთის ღირებულებას აკლდება 200 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ ბილეთი 201 ლარია – მხოლოდ 1 ლარს გადაიხდით, თუ 100 ლარი – უფასოდ იმგზავრებთ. მთავარია, ტრანზაქცია Visa პრემუმ ბარათით განახორციელოთ. 1 ბარათზე, თვის განმავლობაში, 2 სააქციო ტრანზაქციით სარგებლობაა შესაძლებელი, საერთო ჯამში, მაქსიმუმ, 400 ლარი.

M: ვის შეუძლია კამპანიაში ჩართვა?

ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ფლობს ნებისმიერი ქართული ბანკის Visa პრემიუმ ბარათს. სხვა მხრივ, შეზღუდვა არ არსებობს. კამპანია 1-ლი ივლისიდან დაიწყო და იმ შემთხვევაში, თუკი Visa პრემიუმ ბარათი არ გაქვთ, შეგიძლიათ აიღოთ და ისე ისარგებლოთ კამპანიით.

M: კამპანიის ფარგლებში, რა პერიოდზე შეგვიძლია გავთვალოთ მოგზაურობა და შესაბამისად, ბილეთის შეძენა?

არც ამაში ხართ შეზღუდული. თუკი 2024 წლის მოგზაურობის დაგეგმვა გსურთ, ჩვეულებრივად შეგიძლიათ შეიძინოთ ზემოხსენებული პირობით. არ აქვს მნიშვნელობა, რა თარიღისთვის იღებთ ბილეთს, კამპანიის პირობა მასზეც გავრცელდება. ასევე, შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, სადაც თვითმფრინავი დაფრინავს – TKT FLY-ზე მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით არის ავიაბილეთის შეძენა შესაძლებელი.

M: დამატებით, რა სერვისებით სარგებლობა შეუძლია მომხმარებელს?

არის კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვისაც მალტაზე სურს გამგზავრება. საქმე ისაა, რომ მალტასთან ჩარტერული რეისები საქართველოდან არ არის, თუმცა, გვაქვს 8 სპეცრეისი პირდაპირ მალტასთან, შესაბამისი ავიაბილეთების გაყიდვა 1 ივლისიდან დაიწყო. ამ ჩარტერული რეისის ბილეთის ყიდვასაც ამავე პირობებით შეძლებენ.

M: რამდენად მოქნილია Tkt-ზე თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა?

ავიაბილეთის შეძენა ყოველთვის ბევრ ფიქრთან არის დაკავშირებული, თუმცა TKT FLY-ზე ავიაბილეთის ყიდვა ისეთივე მარტივია, როგორც მატარებლის ან ღონისძიების ბილეთის. ერთ-ერთი კომფორტი ისაა, რომ ბილეთს დოლარისა და ევროს გარდა, ლარშიც შეიძენთ და კონვერტაცია არ მოგიწევთ. ასევე, ვებგვერდიდან სხვაგან გადამისამართება არ ხდება, რაც საკმაოდ ხშირია მსგავს პლატფორმებზე. ჩვენ შემთხვევაში, შერჩევიდან გადახდამდე, მთელი პროცესი ერთ ვებგვერდზე ხდება.

ავიაბილეთის შეძენის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ონლაინ მხარდაჭერის სერვისი და სანდოობა. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, სრულ მხარდაჭერას ავიაკომპანიასთან გადამისამართების გარეშე, ჩვენი მხარდაჭერის გუნდი გაგიწევთ. TKT FLY-ს ენდობა 500,000-ზე მეტი ავიამომხმარებელი საქართველოში. მხარდაჭერის სერვისი ორენოვანია – ქართული და ინგლისური. მომსახურებით სარგებლობა 24/7-ზე შეუძლიათ მომხმარებლებს. ასე რომ, შეგიძლიათ თავისუფლად დაგეგმოთ დასვენების დღეები საზღვარგარეთ, TKT FLY-სა და Visa-სთან ერთად.

[R]

რატომ გვიყვარს სევდიანი ფილმები?

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება