in

ამ მეთოდით ტყუილების გამოვლენას მარტივად შეძლებთ

ალბათ, მატყუარა ადამიანები დიდ გასაჭირში აღმოჩნდებიან… ახალი მეთოდის მიხედვით, თუ „ეჭვმიტანილს“ საუბრისას დამატებითი დავალების შესრულებას სთხოვთ, უფრო ზუსტად გაიგებთ, სიმართლეს ამბობენ ისინი თუ არა…

M2
M2

აქვე, კვლევით დადასტურდა, რომ ტყუილის თქმისას ტვინი იძაბება და სიმართლის თქმაზე მეტ კოგნიტიურ ენერგიას მოითხოვს. მეცნიერები კი თვლიან, რომ ამ დროს ადამიანისთვის მეორე დავალების მიცემა, მათ ტყუილს ადვილად შესამჩნევს გახდის. 

ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მატყუარებზე ჭკვიანური მეთოდების მოფიქრებით მათი გამოვლენა შესაძლებელია. როგორც დადგინდა, სიმართლე და სიცრუე შეიძლება ერთნაირად დამაჯერებლად ჟღერდეს, სანამ მატყუარებს არ მიეცემათ იმაზე ფიქრის შესაძლებლობა, თუ რა თქვან. ხოლო ამ შანსის შემცირებისთანავე, სიმართლე უფრო დამაჯერებლად ჟღერს, ვიდრე ტყუილი, — ამბობს ალდერტ ვრაი, პროფესორი.

კვლევაში 164 ადამიანი მონაწილეობდა. იმისათვის, რომ მათ შესახებ მეტი გაეგოთ, თავდაპირველად, ზოგად თემებზე ესაუბრნენ. იქნებოდა ეს კოვიდ პასპორტთან, იმიგრაციასა თუ ბორის ჯონსონთან დაკავშირებული საკითხები. შემდეგ კი მონაწილეებმა შემთხვევითი პრინციპით მატყუარებისა და მართალი ადამიანების როლი მოირგეს. მეტიც, თუ მატყუარები მკვლევრებს საკუთარ პოზიციაში დაარწმუნებდნენ, ფულად პრიზსაც მიიღებდნენ. რაც შეეხება მეორე დავალებას, მათ გასაუბრების პროცესში მანქანის სარეგისტრაციო ნომერი უნდა გაეხსენებინათ, ნახევარს კი უთხრეს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

შედეგად, მატყუარების ისტორიები ნაკლებად დამაჯერებელი იყო, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მათ მეორე დავალებას აძლევდნენ და ხაზს მის მნიშვნელობას უსვამდნენ. 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორეხარისხოვანი ამოცანების დანერგვა სიცრუის გამოვლენას ხელს შეუწყობს, მაგრამ ეს ამოცანები ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ადამიანებმა მისი უგულებელყოფა ვერ მოახერხონ, — განმარტავს პროფესორი.

რატომ ვტირით და როგორ ვაკონტროლებთ ემოციებს საზოგადოებაში?

UGFL at Berkeley-ის ინოვაციებისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამის წარდგენა საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება