in

შესაძლოა, კომპანიებში უფროსების პოზიცია ალგორითმმა დაიკავოს

რა უნდა ვუყოთ ახალ უფროსებს, რომლებიც სამუშაო სივრცის ყველა სექტორში სახლდებიან? ანუ, რა უნდა ვუყოთ ალგორითმის მენეჯერებს?

ხშირად ვკითხულობთ, თუ როგორ ანაცვლებს რობოტი ადამიანს, მაგრამ აქ მხოლოდ შრომა არ არის ავტომატიზირებული, მენეჯერებიც მათ გვერდით დგანან. იმასაც ვხედავთ, რომ პროგრამული ალგორითმები მენეჯერული ფუნქციების შესრულებას იწყებს, იქნება ეს სამუშაო აპლიკაციების სკრინინგი, სამსახურის დელეგირება თუ დასაქმებულთა შეფასება, იმის გადაწყვეტაც კი, როდის უნდა გაათავისუფლონ თანამშრომლები. ეს პროცესები უფრო და უფრო იხვეწება, ამიტომ მრავალ სფეროში მის ზრდას უნდა ველოდოთ.

მოდით, ამ საკითხს დამსაქმებლების თვალითაც შევხედოთ, ისინი ბევრ სარგებელს იღებენ, მაგალითად, ალგორითმები ბიზნესის ხარჯებს ამცირებს იმ დავალებების ავტომატიზაციით, რომლის შესასრულებლადაც ადამიანებს უფრო მეტი დრო დასჭირდებოდათ.

რისკები

ალგორითმის მენეჯმენტთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემა უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე სხვები… აქ ჩვენ ალგორითმულ მიკერძოებაზე უნდა ვისაუბროთ. ალბათ, ამაზონის CV-ს გადარჩევის სისტემა გახსენდებათ, რომელიც უპირატესობას მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ანიჭებდა.

აქვე, კიდევ ერთი პრობლემა გამჭვირვალობაა — კლასიკური ალგორითმი გადაწყვეტილებას ინსტრუქციების დახმარებით იღებს და იგი მხოლოდ დაპროგრამებულ შედეგებს გვაწვდის. მეორე მხრივ კი, მანქანათმცოდნეობის ალგორითმები გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას სწავლობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი განვითარებასთან ერთად უფრო კომპლექსურები გახდებიან და მათ ოპერაციებს პროგრამისტებისთვისაც კი გაუმჭვირვალეს გახდიან.

ამასთან, ალგორითმის მენეჯმენტი ამძაფრებს ძალაუფლების დისბალანსს დამსაქმებლებსა და თანამშრომლებს შორის… ხოლო მიუხედავად იმისა, რომ ყველა მენეჯერი არ გამოხატავს თანაგრძნობას, ალგორითმების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ნულამდე დადის.

რისი გაკეთება შეგვიძლია?

ალგორითმების მენეჯმენტის ქვეშ მყოფი დასაქმებულების რისკებთან გამკლავების საკითხი უკვე მრავალი ადამიანისა თუ დაწესებულებისთვის ცენტრალური საკითხი გახდა. მაგალითად, აქ ამერიკელი პოლიტიკოსები ადამიანთა ციფრული უფლებების შემოღებაზე საუბრობენ. სხვა გადაწყვეტილებები კი ალგორითმების ზემოქმედების რეგულარულ შეფასებას მოიცავს…

დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს შეუძლია ალგორითმებისგან დიდი სარგებელი მიიღოს, მნიშვნელოვანია, რომ ეს მას თანამშრომელთა ტანჯვის ფასად არ დაუჯდეს. სწორედ ამიტომ, არსებული რისკების შეფასება და მის წინააღმდეგ რაციონალური მოქმედებაა საჭირო. 

აი, როგორ და რატომ უნდა გამოვიყენოთ Snooze ფუნქცია Gmail-ზე

Rebæl-ის რებრენდინგი, როგორც მისი მეამბოხე იდენტობის ვიზუალიზაცია