in

TM გიული ჩოხელისადმი მიძღვნილ მინიალბომს აქვეყნებს


ქართველი პროდიუსერი, ჰიპ-ჰოპ დუეტის -TM & Mush One-ის წევრი, თორნიკე მამისეიშვილი (TM), ახალ 10 წუთიან EP-ს აქვეყნებს, რომელიც ქართული ჯაზის ლეგენდას, გიული ჩოხელს ეძღვნება. მინიალბომში, ჩოხელის სხვადასხვა კომპოზიციიდან აღებულ სემპლებზე ჰიპ-ჰოპ ბითებია განლაგებული. აღსაღნიშნავია, რომ ეს TM-ის პირველი ნამუშევარი არ არის ამ  მიმართულებით, აქამდე პროდიუსერმა ორი EP, “ფირფიტქექია“ და „ზღვისპირებული“ გამოუშვა, რომლებიც ასევე ქართული ჯაზ/ფანკ/სოულ მუსიკის სემპლებზე იყო აგებული

„ეს EP ერთგვარი ძღვენია, ქართული ჯაზის ლეგენდა გიული ჩოხელისადმი, რომელიც არაერთხერ გამხდარა ჩემი შთაგონების წყარო. მაქსიმალურად ვეცადე ამ 10 წუთში ჩამეტია ის დადებითი მუხტი, რომელსაც თვითონ ატარებდა მთელი თავისი სასცენო კარიერის განმავლობაში და ნამუშევარი გამოსულიყო ენერგიული, როგორც გიული,“ – TM.

მოუსმინე:


GRMUSIC, ანუ საქართველოს ღირსშესანიშნაობებიდან აჟღერებული ელექტრონული მუსიკა

ნიკა კოჩაროვის ახალი მუსიკალური ვიდეო, “Trivial Truths”