in

რა სჭირდება თანამედროვე ბიზნესმენს?

გამოცადე PRIME – აუდიტორულმა კომპანიამ TMC ახალ ფინანსურ სერვისზე ვიდეორგოლი გამოაქვეყნა

ცხოვრების აჩქარებული ტემპის პირობებში ბიზნესის საჭიროებებიც იცვლება. დღეს უფრო მარტივი და სწრაფი გადაწყვეტებია საჭირო, რომელიც საქმიან ადამიანებს დროსა და რესურსებს დაუზოგავს და დაეხმარება სწრაფად განვითარებაში.

ამ გამოწვევის საპასუხოდ, აუდიტორულმა კომპანიამ TMC ახალი ფინანსური სერვისი დანერგა მსხვილი და საშუალო ბიზნესისთვის, რის შესახებაც ვიდეორგოლი ახლახან გავრცელდა  სოციალურ ქსელებში. კარგი ის არის, რომ მსგავსი მარკეტინგული აქტივობები, ისეთი მკაცრად ფორმალური ორგანიზაციებისთვის, როგორიც აუდიტორული კომპანიაა, არც თუ ისე ხშირია ქართულ სივრცეში.

რაც შეეხება თავად სერვისს, PRIME ეს არის პრემიუმ მომსახურება საქმიანი ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, ისარგებლონ პერსონალური სერვისებით, მიიღონ ულიმიტო ფინანსური და იურიდიული კონსულტაციები, ბიზნესის ფინანსური ანალიზი და შეფასება, საჭირო დროს სწორი და სწრაფი გადაწყვეტები, რითაც დაზოგავენ რესურსებს და დარჩებათ მეტი დრო ბიზნესის განვითარებისთვის.

TMC-ში ამბობენ, რომ ბიზნესის სტაბილურობისთვის საჭიროა სწორი, პროფესიონალური შეფასება, რომელიც შესაბამისობაში იქნება იურიდიულ და საგადასახადო ნორმებთან და მისი ანალიზის საფუძველზე, სამომავლო გეგმების დასახვა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა თანამედროვე მეწარმეებისთვის და საკმაოდ მაღალ კომპეტენციას მოითხოვს. ამაში გასამკლავებლად ყველაზე ეფექტური გზა გამოცდილი, პროფესიონალი მრჩევლების ჩართულობაა, რასაც სერვისი PRIME უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, TMC აუდიტორული კომპანიაა, რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს საბუღალტრო, აუდიტორულ, საგადასახადო, იურიდიულ, საბაჟო-საბროკერო, საშემფასებლო მომსახურებს უწევს. TMC ერთ-ერთი უდიდესი ქოლგა ორგანიზაციის, ჟენევის გლობალური ალიანსის GGI Global Alliance AG წევრია,რომელიც აერთიანებს საერთაშორისო, დამოუკედებელ საკონსულტაციო კომპანიებს მსოფლიოს 120 ქვეყანაში.

[R]

500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპი ოფლაინ რეკლამის განვითარებაზე ზრუნავს

MOOG-ის სინთეზატორის 70 წლის აღსანიშნად, თამაშების ვებგვერდი შექმნეს