in

„თმიანი“ შავი ხვრელი? — ახალი კოსმოსური მისია კითხვაზე გვიპასუხებს

ფიზიკოსები შავ ხვრელს ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლოებით მოცულ ობიექტად თვლიან, თუმცა ირონიულია, რომ ისინი ყველაზე მარტივ ობიექტებადაც არის მიჩნეული. მიუხედავად ამისა, ფიზიკოსები მაინც წლების მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ შავი ხვრელები იმაზე უფრო კომპლექსურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ახალი ევროპული კოსმოსური მისია LISA კი, შესაძლოა, ამ თავსატეხის ამოხსნაში დაგვეხმაროს.

M2
M2

1970-იანი წლების მკვლევრები გვეუბნებიან, რომ შავი ხვრელი მხოლოდ სამი ფიზიკური მახასიათებლისგან შედგება — მასა, მუხტი და ბრუნვა. ამ მომაკვდავი ვარსკვლავების სხვა თვისებები კი მაშინვე ქრება, როცა ისინი შავ ხვრელებად იქცევა — აი, ასეთი მარტივია… ხოლო იდეას, რომლის თანახმადაც შავ ხვრელს მხოლოდ სამი მახასიათებელი აქვს, უთმო თეორიას უწოდებენ, რაც პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ იმგვარი თმიანი დეტალები, რომლებიც კომპლექსურს გახდიდა. 

თმიანი” შავი ხვრელები?

ათწლეულების მანძილზე ასტროფიზიკის მკვლევრები მრავალ იდეას ამუშავებდნენ უთმო თეორიის ირგვლივ… აქვე ამბობენ, რომ თმიან შავ ხვრელს იმგვარი ფიზიკური თვისება აქვს, რომლის გაზომვაც მეცნიერებს შეუძლიათ. ზემოთ აღნიშნული სამი მახასიათებლის მიღმაა და აღნიშნული სტრუქტურის მუდმივ ნაწილსაც წარმოადგენს. 

სადღაც ათი წლის წინ ფიზიკოსმა სტეფანოს არეტაკისმა გვაჩვენა, რომ მათემატიკურად შავი ხვრელი, რომელიც მაქსიმალურ მუხტს ატარებდა, შეძლებდა თავისსავე ჰორიზონტზე თმის განვითარებას. ამას კი ექსტრემალურად დამუხტული შავი ხვრელი უწოდა. რაც შეეხება ჰორიზონტს, ის საზღვარია, რომელსაც გადაკვეთის შემდგომ თავს ვერაფერი დააღწევს, სინათლეც კი… თუმცა არეტაკისის მოსაზრება უფრო თეორიას ჰგავდა, რაღაც სააზროვნო სავარჯიშოს, რომელიც მარტივ ფიზიკურ სცენარს იყენებს, ამიტომ მეცნიერებიმასზე ასტროფიზიკურად დაკვირვებას არ ფიქრობენ. 

რაც შეეხება ექსტრემალურად დამუხტულ შავ ხვრელს, თვლიან, რომ იგი, შესაძლოა, არ იყოს ერთადერთი თმიანი სახეობა. იმის გამო, რომ ასტროფიზიკური ობიექტები, იქნება ეს ვარსკვლავები თუ პლანეტები, ბრუნავს, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს შავი ხვრელების შემთხვევაშიც უნდა ხდებოდეს. თანაც უკვე ამის ასტრონომიული სამხილიც არსებობს, თუმცა მეცნიერებმა მაინც არ იციან მისი თავისებურებები.

საინტერესოა, რომ კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფმა მსგავსი თმები აღმოაჩინა იმ შავ ხვრელებში, რომლებიც მაქსიმალური სიჩქარით ბრუნავს… 

და რას გააკეთებს LISA?

მკვლევართა ჯგუფს იმგვარი გზის მიგნება სურდა, რომლითაც პოტენციურად ამ თმას გაზომავდნენ — ფიქრობენ, რომ თმიანი მახასიათებლების გაზომვა სწრაფად მბრუნავი შავი ხვრელებისთვის გრავიტაციული ტალღიდან არის შესაძლებელი. თავად გრავიტაციული ტალღის მონაცემებზე დაკვირვება კი გვთავაზობს იმას, რამაც, შესაძლოა, მიგვითითოს, რომ შავ ხვრელს ამ ტიპის თმა აქვს. 

რაც შეეხება LISA-ს, ESA-ს ეკუთვნის და იგი გრავიტაციულ ტალღებს დააკვირდება, იმათ, რომლებიც მილიონჯერ ან მილიარდჯერ მასიურია ჩვენს მზეზე. შესაბამისად, მისიის მონაცემები თმიანი შავი ხვრელების ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემაში დაგვეხმარება. თუმცა ცოტა დალოდება მოგვიწევს, რადგან LISA ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია და მისი გაშვება 2035 წლისთვის იგეგმება… 

 

დაესწარი ისტორიულ თამაშებს გერმანიაში – კოკა-კოლას საჩუქარი ნაკრების გულშემატკივრებს

როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე?