in

მეცნიერებმა შეხების შეგრძნების ახალ წყაროს მიაგნეს

ახალი კვლევა გვეუბნება, რომ მსუბუქი შეხება პირდაპირ თმის ფოლიკულებით შეგვიძლია ვიგრძნოთ. მანამდე კი ფიქრობდნენ, რომ ამაზე პასუხისმგებელი ჩვენს კანზე არსებული ნერვული დაბოლოებები იყო, რომლებიც შეგრძნებებს თმის ფოლიკულების ირგვლივ გადმოგვცემდა… ამ კვლევის მიღმა მეცნიერთა ჯგუფი დგას, რომელმაც რნმ-ის თანმიმდევრობის პროცესს მიმართა, რათა თმის ფოლიკულების ORS ნაწილში შეხებისადმი მგრძნობიარე რეცეპტორების იმაზე მაღალი პროცენტი აღმოეჩინა, ვიდრე ეს კანის უჯრედებში გვხვდება.

M2
M2

როცა თმის ფოლიკულის უჯრედები მექანიკურად სტიმულირებული იყო, მათ გვერდით მყოფი სენსორული ნერვიც გააქტიურდა და აჩვენა, რომ შეხება მიღებული იყო. მეტიც, ექსპერიმენტის თანახმად, ნეიროტრანსმიტერები, კერძოდ სეროტონინი და ჰისტამინი, ORS-ის მიერ გამოიყოფა, როგორც მიმდებარე უჯრედებისთვის სიგნალის მიწოდების საშუალება.

ეს ამაღელვებელი აღმოჩენაა, რომელიც უჯრედებთან დაკავშირებულ მრავალ კითხვას ჰფენს ნათელს: რატომ აქვთ მათ ეს როლი ან რა შეგვიძლია გავიგოთ იმით, თუ როგორ შეიგრძნობს ჩვენი კანი შეხებას?, — ამბობს პარასტო ჰაშემი, მკვლევარი. 

შეხებისადმი მგრძნობიარე ნერვული უჯრედები მექანორეცეპტორების სახელით არის ცნობილი. სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ ყველაფრის შეგრძნება შეგვიძლია… კონკრეტულ შემთხვევაში კი თმის ფოლიკულის უჯრედები LTMR-ზე ურთიერთქმედებდა, რაც ნაზი შეხების შეგრძნებას გულისხმობს. მართალია, უკვე ვიცოდით იმის შესახებ, რომ სხეულის თმა შეგრძნებების კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მაგრამ ახლა მკვლევრები ORS-სა და LTMR-ს შორის უფრო დეტალურ ბიოლოგიურ ინტერაქციებს განიხილავენ. თუმცა ერთი დიდი კითხვა მაინც რჩება — რატომ?

ეს გამაოგნებელი მიგნებაა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რატომ თამაშობს თმის ფოლიკულის უჯრედები ამ როლს მსუბუქი შეხებისას. რადგანაც ის მრავალ სენსორულ ნერვულ დაბოლოებას მოიცავს, ახლა იმის განსაზღვრა გვინდა, თმის ფოლიკული ააქტიურებს თუ არა სენსორული ნერვის კონკრეტულ ტიპებს უცნობი, მაგრამ უნიკალური მექანიზმისთვის, — აცხადებს კლერ ჰიგინსი, ბიოინჟინერი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპერიმენტები კანის უჯრედების გამოყენებით განმეორდა — გამოთავისუფლდა ჰისტამინი და ძალიან ცოტა სეროტონინი, რაც მიგვითითებს, რომ ORS უჯრედები რაღაც უნიკალურს გვთავაზობს. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ჰისტამინი დიდ როლს ასრულებს კანის ანთებით დაავადებებში, მაგალითისთვის ეგზემაში, შესაძლოა, მომდევნო კვლევებმა გაუმჯობესებულ მკურნალობის მეთოდებამდეც მიგვიყვანოს….

ნუ შეასრულებთ იმ საახალწლო ტრადიციებს, რომლებიც არ გიყვართ

უცვლელად მაღალი ხარისხი და 150-ზე მეტი დასახელების პროდუქტი — „სანტეს“ ისტორია, რომელიც 25 წელზე მეტია, იწერება